ადამ სენდლერი - მსახიობი და კომიკოსი, 49 წლის ასაკში, 13 იანვარს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სასიკვდილო განაჩენი მსახიობს წინა წელთან ერთად სულ 3ჯერ გამოუტანეს. ჭორი აგორდა ერთ-ერთი ცნობილი საიტიდან, Linkbeef, რომლებმაც გუშინ ყველანაირი ფაქტის დამადასტურებელი ცნობის გარეშე გამოაქვეყნეს სტატია, რომ მსახიობმა თავი მოიკლა.
LinkBeef-ი ცნობილია უამრავი არასწორი ფაქტის გამოქვეყნებით. მათ გამოაქვეყნეს ცრუ სტატიები შემდეგი სათაურებით : "დამნაშავეთა ჯგუფის წევრი იპოვეს გარდაცვლილი თავისი გენიტალიების მოოქროვების შემდეგ", "მალაიზიის საჰაერო ხაზების ფრენა 370-ის პილოტი ცოცხალი იპოვეს ტაივანში", "ლაბორატორიაში შექმნილი ბავშვი დაიბადა" და ა.შ
ადამ სენდლერმა, როგორც იცით 2015 წელს მიიღო მონაწილეობა ფილმში "პიქსელები" რომელიც კომპიუტერული თამაშებით იყო შთაგონებული.
ჩვენ კი სასიხარულო ამბავი გვაქვს მკითხველისთვის. ადამ სენდლერი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს, თუმცა სამწუხაროდ ყველა ის ფილმი რომელშიც მას მთავარი როლი აქვს, მოწყენილობის სასაფლაოზე განისვენებს.
ბოლო აბზაცი ავტორის პირადი აზრია და იმედი მაქვს ზიზღს არ გამოიწვევს.