Friday, January 13, 2017

Nintendo Switch პრეზენტაცია.



   რამოდენიმე საათის წინ კომპანია Nintendo-მ გამართა მისი ახალი პორტატული კონსოლის Nintendo Switch-ის პრეზენტაცია.კომპანიის გენერალურმა დირექტორმა Tatsumi Kimisima-მ განაცხადა რომ კონსოლი გამოვა ამა წლის 3 მარტს.
როგორც პრეზენტაციიდან ვიგებთ ახალი კონსოლისთვის საკმაო რაოდენობის თამაშები გამოვა ახლო მომავალში, კერძოდ კი თამაშების ნაწილს ვიხილავთ კონსოლის გამოსვლის დღესვე 3 მარტს ხოლო დანარჩენი თამაშები გამოვა მოგვიანებით პერიოდულად.
თამაშებთან დაკავშირებით ასევე ცნობილი გახდა რომ კომპანია რეგიონალურ შეძღუდვებს მოხსნის და იაპონიაში ნაყიდი თამაშით სრულიად უპრობლემოდ ითამაშებთ ევროპულსა და ამერიკულ რეგიონზე.ცნობილი გახდა დეტალები ფასიან გამოწერასთან დაკავშირებითაც: გამომწერები ყოველ თვე მიიღებენ წვდომას თითო თამაშზე NES ან SNES-ის პლათფორმებზე,ასევე ხმოვან ჩატზე,მულტიპლეიერულ რეჟიმსა და ექსკლუზიურ შეთავაზებებზე eShop-ის მაღაზიებში.

ვიხილეთ ახალი კონტროლერი Joy-Con: კონტროლერის ღილაკი Capture ანალოგია Sony-ს  DualShock 4-ის Share ღილაკისა,ასევე კონტროლერი მიიღებს დინამიკს ისეთივეს როგორიც DualShock 4-ს აქვს.
კონსოლზე დასაწყისისთვის შესაძლებელი იქნება მხოლოდ სქრინების გადაღება ხოლო პირველი სისტემური განახლების გამოსვლის შემდეგ მასზე შესაძლებელი იქნება ხმისა და ვიდეოს ჩაწერაც.კონსოლი ასევე მიიღებს კამერას რომელიც გამოიყენება ძირითადად თამაშებში მულტიპლეიერული რეჟიმის დროს.

პრეზენტაციაზე რათქმაუნდა ვიხილეთ ახალი თამაშების თრეილერები რომლებსაც ამავე პოსტში ქვემოთ იხილავთ და ასევე შემოგთავაზებთ პრეზენტაციის სრულ ჩანაწერსაც.
რაც ეღირება კონსოლი?: მისი ფასი იქნება 299$ და როგორც უკვე გითხარით გამოვა 3 მარტს.



Nintendo Switch პრეზენტაციის სრული ჩანაწერი.



თამაშების თრეილერები.







































რეკლამა