Ubisoft-ის ახალმა პროექტმა For Honor ალბათ ბევრი მოთამაშის გული დაიპყრო სადაც მოთამაშეები გაემგზავრებიან დაუნდობელ ბრზოლის ველზე როგორც ყველაზე დიადი მეომრები: ვიკინგები,სამურაები და რაინდები.
როგორც იცით თამაშის რელიზამდე სულ ცოტა ხანია დარჩენილი მანამდე კი შემქმნელები დახურული ბეტა ტესტირებას შემოგვთავაზებენ.
ტესტირება გაიმართება 26 იანვრიდან 29 იანვრის ჩათვლით.მათ კი ვისაც გსურთ ჩაეწეროთ ბეტაზე გადადით შემდეგ ბმულზე.
კომპანია ტესტირების დროს გამართავს ღონისძიებას “სამხედრო კონფლიქტი” რომლის შემდეგაც გაირკვევა თუ ვინ არიან ყველაზე ძლიერი და თავდადებული მეომრები: ვიკინგები,სამურაები თუ რაინდები.
რეზულტატში ნაჩვენები იქნება ერთად აღებული ყველა პლათფორმა.
ტესტირების ყველა მონაწილე ჯილდოდ მიიღებს ექსკლუზიურ ემბლემებს რომლითაც თამაშის რელიზის შემდეგ თქვენ შესძლებთ თქვენი ჯავშნისა და აბჯრის გალამაზებას.ხოლო ყველაზე ძლიერი ფრაქციის წევრები რომელსაც გამართული ღონისძიება “სამხედრო კონფლიქტი” გამოავლენს მიიღებენ საკუთარ განსხვავებულ ჯილდოებს.
თამაშის გამოსვლა იგეგმება 14 თებერვალს PC,PS4 და XONE პლათფორმებზე.