გუშინ გავრცელდა ხმები, რომ Scalebound დიდი ხნის მანძილზე ე.წ. "Development Hell"-ში იმყოფებოდა და რომ მას გაუქმება ელოდა. დღეს Microsoft-მა დაადასტურა, რომ ეს მართლაც ასეა - Scalebound ოფიციალურად გაუქმებულია.ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით არაა ცნობილი.
ეს მართლაც სამწუხარო ამბავია, რადგანაც თამაშს ბევრი გეიმერის თვალში ნამდვილი პოტენციალი გააჩნდა- E3 2014-ზე დაანონსებული, მისი კონცეპციით არაერთი მოიხიბლა. ეს იქნებოდა open-world Action-RPG, რომელსაც ასევე ექნებოდა კოოპერატიული რეჟიმი და უნდა გამოსულიყო Xbox One-სა და PC-სთვის.
ვიმედოვნოთ, რომ Scalebound-ის წარუმატებლობის შემდეგ Platinum Games მაინც იმუშავებს რამე მსგავს პროექტზე.