Sunday, January 8, 2017

Mass Effect : Andromeda - ახალი ინფორმაცია

    Bioware-თან ასოცირებულ Twitter გვერდებზე დასმული კითხვების შედეგად გაირკვა რამდენიმე ახალი დეტალი Mass Effect -ის მომავალ ნაწილთან დაკავშირებით.
    პირველი, რაც შეეხება DLC-ს - გაირკვა, რომ Andromeda-ს არ ექნება არანაირი Season Pass, თუმცა DLC-სთან დაკავშირებულ გეგმებზე საბოლოო სიტყვა მაინც არ თქმულა - სანახავია, ექნება თუ არა თამაშს უფასო კონტენტი მომავალში და რა ფორმით.მეორე დეტალს რაც შეეხება - ცნობილი გახდა, რომ XONE-ზე EA Early Access-ის წევრებს ექნებათ საშუალება, თამაში ადრე გამოსცადონ . და ბოლო ახალი დეტალი ეხება გამოსვლის თარიღს : 21 მარტი ჩრდილოეთ ამერიკაში და 23 მარტი ევროპაში.
     მანამდე შეგიძლიათ ნახოთ თამაშის უახლესი გეიმპლეი ვიდეო CES 2017-ის კონვენციიდან.

რეკლამა