შესაძლოა გახსოვდეთ, რომ Project Cars-ის რელიზიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ (2015 წლის 22 ივნისს) Sligthly Mad Studios-მა დააანონსა მეორე ნაწილი. დაპირებული იყო რათქმაუნდა მეტი სარბოლო ბილიკი, მეტი ავტომობილი და ასევე რამდენიმე ახალი რეჟიმი : "კოოპერატიული კარიერა", პერსონალური Test Track ავტომობილების დატესტვისთვის, E-sports რბოლები და მეტი.
რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა Project Cars 2-ის სკრინშოტები და, როგორც ადრე ვახსენეთ, შემქმნელებმა დაადასტურეს, რომ თამაში გამოვა დაახლოებით ამავე წლის სექტემბრისთვის.
ქვემოთ შეგიძიათ ნახოთ სკრინშოტები. გისურვებთ ბედნიერ შობას და ახალ წელს!