ვირტუალური რეალობის ბაზარი იმდენად მზარდია რომ, ყოველ დღე ახალი კომპანია იკიდებს ფეხს ამ სფეროში. ცნობილი გახდა ინფორმაცია რომ Huawei გამოუშვებს საკუთარ VR-ს რომელიც, კონკურენციას გაუწევს Samsung Gear VR-ს.
Huawei VR თავსებადი იქნება Huawei P9, P9 Plus და Mate 8 მოდელის სმარტფონებთან.მოწყობილობა აღჭურვილია 130 დიუმიანი ეკრანით.მარჯვენა მხარეს აქვს რამოდენიმე ღილაკი ხმის რეგულირებისა და ფოკუსის გასასწორებლად.
Huawei VR-ს ექნება Full HD გაფართოების მონიტორი (1920x1080) რომელიც Samsung Gear VR თან შედარებით შედარებით ნაკლებია.Samsung Gear VR-ს აქვს Quad HD (2560x1440) გაფართოვება. მოწყობილობა ტელეფონს დაუკავშირდება USB Type-C-ს მეშვეობით.
შემქმნელები Huawei VR-ის ფასს ჯერჯერობით არ ასახელებენ თუმცა ცნობილია მისი გამოსვლის თარიღი, მოწყობილობა 2016 წელს გამოვა გაყიდვაში.შემქმნელები ასევე გვპირდებიან 40-ამდე თამაშის და სხვა პროექტების წარმოებას VR თექნოლოგიისთვის.