Friday, April 15, 2016
დაბრუნება ჰარი პოტერის ჯადოსნურ სამყაროში - "ფანტასტიური მხეცები და სად ვიპოვოთ ისინი"
Fantastic Beasts And Where To Find Them - ჰარი პოტერის გაგრძელება თუ პირიქით, რადგან მოქმედება ხდება ჰარი პოტერამდე დიდი ხნით ადრე. ჯოან როულინგის წიგნის ეკრანიზაცია შედგა და პრემიერამდე რამდენიმე თვე დარჩა. ფილმი შეიძლება ცოტათი განსხვავებული იყოს წიგნისგან მაგრამ იმდენად საინტერესო იქნება რომ მეორე და მესამე ნაწილის გადაღება უკვე დააანონსეს. ფილმში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი მსახიობები როგორებიც არიან ედი რედმაინი, ეზრა მილერი, კოლინ ფარელი და სხვ.
ვინაიდან და რადგანაც არ ვიცით როგორი იქნება ფილმი, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ წიგნის მიხედვით, ხოლო ვისაც არ წაგიკითხიათ ეს წიგნი და დარწმუნებული ვარ რომ ბევრია ასეთი უბრალოდ გააგრძელეთ კითხვა და მიხვდებით რომ ეს ფილმი ჰარი პოტერს არაფრით ჩამოუვარდება.
ცნობისმოყვარე მაგი-ზოოლოგი ნიუტ სკამანდერი ჩადის ნიუ იორკში თავის მაგიურ ჩემოდანთან ერთად. ჩემოდანი უბრალო არაა, ის ძალიან-ძალიან დიდია შიგნიდან თუმცა გარედან არ ეტყობა. ჩემოდანში არიან ძალიან იშვიათი და თითქმის გამქრალი ცხოველები, რომლებიც ნიუტმა თავისი მოგზაურობის დროს იპოვა. ნიუტი გაიგებს რომ არსებობს ჯადოქრების საიდუმლო დაჯგუფება, რომლის წევრებიც სხვებისგან იმალებიან. ისტორია იმაზეა თუ როგორ ჩავა ნიუტი ამერიკაში და მისი მხეცები ჩემოდნიდან გაიქცევიან და მათ შორის არიან სახიფათო ცხოველებიც. სკამანდერს ასეთი შემთხვევა ადრეც ჰქონია, როდესაც მისი ცხოველების გამო ჩვენთვის ნაცნობი ჯადოქრების სკოლიდან ჰოგვარტსიდან გამოაგდეს, მაგრამ ალბუს დამბლდორი წინააღმდეგი იყო მისი გაგდების რადგან ის ნიუტში ხედავდა პოტენციალს.
ამ ყველაფერთან ერთად ნიუტი მწერალიცაა და მის დაწერილ წიგნს ჰარი პოტერი წაიკითხავს 70 წლის შემდეგ.
ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა ინგლისში, ლონდონიდან არც ისე შორს და ასევე ლივერპულშიც და როგორც თქვეს ფილმში იქნება ნაცნობი ადგილები ფილმიდან "ჰარი პოტერი". როგორც როულინგმა თქვა შესაძლოა ფილმი მიმდინარეობდეს "ჰარი პოტერი"-ს ერთ-ერთი ცნობილი პერსონაჟის ლუნა ლოვგუდის ლაპარაკით, როდესაც იგი უყვება თავის შვილებს მათი დიდი წინაპრის ნიუტ სკამანდერის ისტორიას. ხო, სწორად გაიგეთ, ნიუტ სკამანდერი ლუნა ლოვგუდის წინაპარია.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ რატომ აღარ იღებენ ჰარი პოტერის ახალ ნაწილს, არადა წიგნი უკვე დაწერილია. წიგნ Harry Potter and the Cursed Child-ში გაირკვა ბევრი ისეთი რამ რის გამოც ან გაგრძელება არ უნდა გადაიღონ და ან ბევრი რამ უნდა გადააკეთონ, მაგალითად ყველასთვის ნაცნობი პერსონაჟი ჰერმეონი აღმოჩნდა რომ შავკანიანია, გაგიკვირდათ ხომ, აქამდე წიგნის არც ერთ ნაწილში არ იყო მითითებული ჰერმეონის კანის ფერი და ამიტომაც გამოიყვანეს თეთრკანიანი ემა ვოტსონი და ახლა კი ვეღარ გადააკეთებენ და ამიტომაც სამწუხაროდ ვერ ვეღირსებით ჰარი პოტერის ახალ ნაწილს.