როგორც ცნობილია, Desilets - მა მიატოვა Ubisoft 2010 წელს , 2011 - ში შემოუერთდა THQ Montreal - ს და დაიწყო ზემოთხსენებულ პროექტზე მუშაობა. THQ - ს სამწუხარო დაშლის შედეგად, 2013 წელს Ubisoft - მა მონრეალის განშტოება იყიდა და მოგვიანებით თამაში გაუქმდა.
ამჟამად Patrice - ს თავისი სტუდია აქვს და სხვა თამაშზეა გადართული. 1666 - ის გეიმპლეი კი გამოქვეყნდა იმიტომ , რომ Patrice - ს მასზე უფლებები დაუბრუნდა Ubisoft - სგან.
1666 : Amsterdam ძალიან ჰგავს თემატიკით Assassin's Creed - ს , მაგრამ მისი ასლი არაა. ამჯერად პროტაგონისტს აქვს შავი მოსასხამი და გამოიყენება შავი მაგიის ელემენტები. ბრძოლის სისტემაც განსხვავებული ჩანს. ასევე, მოთამაშეს შეუძლია ფრინველებისა და ვირთხების კონტროლი. (a la Dishonored)
თამაში , წესით, უნდა გამოსულიყო X360 - სა და PS3 - სთვის. შეგიძლიათ გეიმპლეი აქვე ნახოთ :