Saturday, September 17, 2016

ბრაუმის ისტორია





ბრაუმი
ფრელიორდის გული



  "გინდა ძილის წინ ისტორია მოგიყვე?"

  "ბებო, მაგისთვის უკვე ძალიან დიდი ვარ"

  "ამისთვის არასდროს ხარ ძალიან დიდი"

  გოგონა ჩაწვება ლოგინში და ელის ისტორიის დაწყებას, რახან იცის რომ არგუმენტს ვერ მოიგებს.


  "რომელი ისტორია მოვყვეთ? ყინულის ჯადოქარზე იქნებ?" იკითხავს ბებია.



  "არა, მაგაზე არა."



  "ბრაუმზე?" მოხუცს გაეღიმება. "ოჰ, რამდენი კარგი ისტორიააქვს ბრაუმს, ჩემი ბებია მიყვებოდა ხოლმე ძილის წინ თუ როგორ იხსნა სოფელი ხანძრისგან. 


  უცებ გაჩუმდება და გოგონას შეხედავს : "ოდესმე მომიყოლია, როგორ მოიპოვა ბრაუმმა თავისი ფარი?"


  "გოგონა თავს გააქნევს"



  "მთებში, ჩვენს სოფლის ზემოთ, ცხოვრობდა კაცი სახელად ბრაუმი"


  "ეგ ვიცი!"

  "ის ძირითადად თავის ფერმაში ატარებდა დროს, ცხვრებს და თხებს უვლიდა. იგი ყველაზე კეთილი ადამიანი იყო, მის სახეზე მუდამ ღიმილი იყო"


  "ერთ დღეს, უბედურება მოხდა : პატარა ტროლი ბიჭუნა, დაახლოებით შენი ასაკის, მთაზე ადიოდა როცა საცავს გადაეყარა. შესასვლელი უზარმაზარი ქვის კარებით იყო დაცული, რომელიც ნამდვილი ყინულის მაგიური თვალით იყო მოჭედილი."


  "როდესაც ბიჭმა კარი გააღო მან თვალებს ვერ დაუჯერა. საცავი სავსე იყო ოქროთი,ძვირფასი სამკაულებით და სხვა განძეულობებით.მან მხოლოდ ის არ იცოდა რომ, შახტი სინამდვილეში ხაფანგი იყო ყინულის ჯადოქრის მიერ დაწყევლილი. როგორც კი ბიჭი შევიდა, მაგიური კარები მის უკან დაიხურა და შიგნით ჩაკეტა. ყოველგვარად ეცადა მაგრამ კარი ვერაფრით ვერ გააღო."


  "ტროლის ხმა შემთხვევით მწყემსმა გაიგო და სოფელს აცნობა ამბავი. ყველა გაიქცა დასახმარებლად, მაგრამ ყველაზე ძლეოსნებმაც ვერ შეძლეს კარის დაძვრა ადგილიდან. ბიჭის მშობლებიც იქვე იყვნენ, დედამისი ქვითინებდა. თითქოს ყველა იმედი გადაეწურათ."

  "და უცებ, ყველას გასაკვირვად მათ გაიგეს სიცილი შორიდან"

  "ბრაუმი იყო ხო?"


  "კი,ყოჩაღ! ბრაუმმა გაიგო მათი ტირილი და ჩამოირბინა მთის წვერიდან. სოფლელებმა აცნობეს ტროლი ბიჭის და წყევლის ამბავი. ბრაუმმა გაიღიმა და კარებს მიადგა. იგი მიაწვა,გამოქაჩა,დაარტყა,წიხლი კრა,ცადა შუაზე გაეხლიჩა ხელებით, მაგრამ კარები ადგილიდანაც ვერ დაძვრა."


  "მაგრამ ის ყველაზე ძლიერი კაცია!"

  "ნამდვილად გასაოცარი იყო" დაეთანხმა ბებია. "ოთხი დღე და ღამე, ბრაუმი იჯდა კარებთან, ცდილობდა მოეფიქრა ხერხი პრობლემის გადასაჭრელად. ბოლო ბოლო, ბავშვის ცხოვრება იყო საფრთხეში."



  "როცა მზე მეხუთეჯერ ამოვიდა, მისი სახე განათდა და თვალები გაუბრწყინდა. "თუ კარებში ვერ გავალ" თქვა მან "მაშინ უბრალოდ..."

  გოგონა დაფიქრდა, მისი თვალებიც გაბრწყინდა : "მაშინ მთაში გავა!"

  "მთა!" ბრაუმი მთის წვერზე ავიდა და დაიწყო მუშტებით გზის გათხრა ქვემოთ. ურტყამდა სანამ საცავამდე არ ჩავიდა.


  ბრაუმმა დაინახა ბიჭუნა, მაგრამ სანამ სიხარულით აღნიშნავდნენ ყველაფერმა რხევა დაიწყო. საცავი ინგრეოდა და ესენიც შიგნით ყვებოდნენ. უცებ ბრაუმმა ხელი მოკიდა კარებს და თავზე აიფარეს. როცა ნგრევა მორჩა ბრაუმი გაოცებული დარჩა, კარებს ერთი ნაკაწრიც არ ჰქონდა."




  "ამ მომენტის შემდეგ მაგიურ კარებს ბრაუმის გვერდი არ დაუტოვებია"





სახელი : ბრაუმი
წოდება : ფრელიორდის გული
სქესი : მამრობითი
რასა : ადამიანი
დაბადების ადგილი : ფრელიორდი
საქმიანობა : მწყემსი
                           მოჭიდავე
ფრაქცია : ავაროსან 


მეგობრები : 
ეში


   ტრინდამერი  

  

გრაგასი



მეტოქე :

ლისანდრა





რეკლამა