Resident Evil : Vendetta არის ახალი პროექტის დასახელება (იაპონიაში რათქმაუნდა Biohazard : Vendetta) და იაპონიაში 2017 წლის გაზაფხულს გამოვა.
ფილმი მოგვითხრობს ახალ ისტორიას, თუმცა ის ძალიან დაემგვანება პირველ Resident Evil-ს. მასში იქნებიან კრის რედფილდი,ლეონ კენედი და რებეკა ჩემბერსი.
2016 წელი წარმოადგენს Resident Evil-ის მე-20 წლისთავს და ამდენი RE კონტენტი ნამდვილად მოსალოდნელია. ძალიან საინტერესო იქნება, ეს CG ანიმაცია და ახალი Resident Evil : The Final Chapter საბოლოოდ რას მოიტანენ, ან ახალ თამაშთან თუ რამენაირი კავშირი ექნებათ.
Resident Evil : Vendetta თუ მსოფლიო მასშტაბით როდის გამოვა, ჯერჯერობით უცნობია. თუ გაინტერესებთ, მანამდე შეგიძლიათ ნახოთ Resident Evil : Degeneration და Resident Evil : Damnation.