ჯერჯერობით ბევრი დეტალი არაა ცნობილი, მაგრამ ვიცით, რომ სიუჟეტი მომავალში ვითარდება. ვიდეოდან ბევრს ახალს არ ვიგებთ, გარდა იმისა, რომ შესაძლოა კადრში ნაჩვენები პირი ერთ-ერთი მთავარი ბოროტმოქმედი იყოს.
ამის წინათაც გავრცელებულა რამდენიმე დეტალი Infinite Warfare - ის შესახებ. ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაადასტურა, რომ მოქმედება ხდება Black Ops 3 - ზე უფრო შორეულ მომავალში. ასევე დამაჯერებელი ხდება ხმები, რომ თამაშს თან უნდა მოჰყვეს პირველი Modern Warfare -ის Remastered ვერსია.
Call of Duty : Infinite Warfare გამოვა ამავე წლის 4 ნოემბერს.
აქვე შეგიძლიათ იხილოთ ტიზერი :