ახლახანს გავრცელდა ხმები, რომ Spider Man პროექტს Sucker Punch ხელმძღვანელობს. შესაძლოა თამაში PS4 - ის ექსკლუზივიც იყოს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ბრენდი Sony - ს ეკუთვნის.
შეგახსენებთ, რომ Sucker Punch არის სუპერგმირულ თემატიკასთან გამოცდილი სტუდია, რომელმაც მოგვივლინა თამაშების სერიები, როგორიცაა Infamous და ნაკლებად ცნობილი Sly Cooper. თუ ჭორები სწორია, მაშინ ბევრი საინტერესო რამ გველის წინ.
არსებობდა დრო, როდესაც სპაიდიზე ლიცენზირებულ თამაშებს კარგი გამოხმაურება ჰქონდათ. ავიღოთ ფანების ფავორიტი Spider Man (PS1 ექსკლუზივი) ან Spider Man 2 (ექსკლუზიურად PS2-სთვის) ვიმედოვნოთ, რომ ეს ახალი პროექტიც ასევე მაღალი ხარისხის თამაში გამოდგება.