Saturday, April 30, 2016

Nintendo 2018 წლიდან შეწყვეტს Wii U-ს წარმოებას.





Nintendo-ს პრეზიდენტის Tatsumi Kimisima-ს ვარაუდით კომპანია 2018 წლის მარტის თვიდან შეწყვეტს Wii U - ს წარმოებას.
მას შემდეგ რაც კომპანია ახალ Nintendo NX-ს გამოუშვებს 2017 წელს, პარალელურად Wii U-ს წარმოება გაგრძელდება ერთი წლის განმავლობაში, შემდეგ კი კონსოლის წარმოება შეწყდება.

Wii U-ს წარმოება დაიწყო 2012 წლიდან და ამ დროისთვის სულ გაყიდულია 13 მილიონი კონსოლი.როგორც ცნობილია კონსოლი კომპანიისთვის კომერციული თვალსაზრისით ჩავარდნა იყო.რომ შევადაროთ PlayStation 4 ის გაყიდვებს რომელიც Wii U-ს გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ მოევლინა ბაზარს ,მისი გაყიდვები Wii U-სთან შედარებით სამჯერ მეტია.(ნუ რათქმაუნდა PlayStation 4-ის შესაძლებლობები ყველამ კარგად ვიცით ასერომ განსხვავება არც ისე საკვირველია)
რაც შეეხება  Nintendo Wii-ს მისმა გაყიდვებმა 100 მილიონს გადააჭარბა და გასულ თვეში შეწყდა მისი წარმოება.

მომავალ წელს კომპანიას გეგმაში აქვს  800'000 Wii U-ს გაყიდვა.

რეკლამა