ცნობილი კომპიუტერული თამაშის Tomb Raider-ის მიხედვით იღებენ ფილმს. როგორც ცნობილია ახალ ფილმს არანაირი კავშირი არ ექნება წინა ვერსიასთან: 2001-წლის Lara Croft: Tomb Raider და 2003 წელს გადაღებულ მისივე გაგრძელებასთან Lara Croft Tomb Raider: The Cradle Of Life. არც ისე დიდი ხნის წინ აარჩიეს მთავარი პერსონაჟის - ლარა კროფტის როლის შემსრულებელი მსახიობი, ის არ აღმოჩნდა როგორც ყველას ეგონა Star Wars: The Force Awakens-ის ვარსკვლავი დეიზი რიდლი (Daisy Ridley), ის აღმოჩნდა ალისია ვიკანდერი (Alicia Vikander), გოგონა რომელმაც ცოტა ხნის წინ ოსკარი აიღო ფილმისთვის The Danish Girl.
ფილმის გამოსვლის ზუსტი თარიღი არ არის ჯერ ცნობილი. ფილმის რეჟისორი იქნება როარ უთაუგი (Roar Uthaug).
ფილმში არ იქნება უკვე გამოცდილი ლარა კროფტი, ისტორია იქნება ლარა კროფტის პირველ ექსპედიციაზე სადაც უნდა გამოიყენოს თავისი გადარჩენის უნარი იმისთვის რომ გადარჩეს კუნძულზე და გამოიკვლიოს თავისი ადგილსამყოფელის მითოლოგიური საიდუმლოებები.