Eidos Montreal - მა გამოუშვა ახალი ტრეილერი შემდეგი Deus Ex - ისთვის , სადაც გვაჩვენებენ სიუჟეტში მიმდინარე მოვლენებს, სერიისთვის დამახასიათებელ ღია Sandbox გეიმპლეის , გეიმპლეი - არჩევნებს და იმ შედეგებს , რაც ამ არჩევნებს მოჰყვება.
თამაშის პროტაგონისტი ,Adam Jensen , როგორც წინა ნაწილში, გახლართულია პოლიტიკურ ინტრიგებში და არც ისაა მისთვის ნათელი, თუ მის დამქირავებლებს რა მოტივები აქვთ. ხელთ გვაქვს ისევ ის ბნელი, კიბერპანკული სამყარო.
მოვლენები ვითარდება 2029 წელს , როდესაც აუგმენტირებული ადამიანები საზოგადოებისთვის განსაკუთრებით დიდ საშიშროებას წარმოადგენენ.Illuminati - თამაშის ერთ-ერთი მთავარი მტერი - ორგანიზაცია, ცდილობს ამ სიტუაციის ექსპლუატაციას .
Deus Ex : Human Revolution იყო 2011 წლის ერთ-ერთი ჰიტ-თამაში. ამ FPS/RPG ჰიბრიდმა კრიტიკოსებს თავი მოაწონა შთამბეჭდავი სიუჟეტით, საინტერესო სამყაროთი და open-ended გეიმპლეით.
Mankind Divided - ს ,როგორც წინა ნაწილს, ექნება დიალოგური ხეები, გეიმპლეი და სიუჟეტური არჩევნები და გაფართოებული არსენალი, საინტერესო ახალი მოწყობილობებით . თამაში გამოვა ამავე წლის 23 აგვისტოს.(რაც Human Revolution - ის გამოსვლიდან ზუსტად 5 წელი იქნება)
აქვე იხილეთ ტრეილერი :