Wednesday, September 14, 2016

The Crew ახლა უფასოა PC-ზე

    წელს Ubisoft-ის 30-თე წლისთავია და კომპანია გეგმავს, ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით, უფასო თამაშების გაცემას. ასე მოუვიდა წინა თვეს Rayman Origins-ს.
    ამ თვეს პირდაპირი მნიშვნელობით უფრო დიდი სიურპრიზი მივიღეთ - MMO რბოლა The Crew. თამაშის ჩასაწერ ბმულს ქვემოთ ნახავთ, თუმცა მანამდე მოგცემთ თამაშის მიმოხილვას.
    რბოლები მიმდინარეობს ა.შ.შ.-ს ტერიტორიაზე, რაც საკმაოდ მასიურ რუკას შეადგენს. სულ არის 6 მთავარი ქალაქი - დეტროიტი, ჩიკაგო, ლოს ანჯელესი, ნიუ იორკი, მაიამი და ლას ვეგასი. არის ასევე RPG-ს ელემენტები,მაგ. მანქანების პერსონალიზაცია და აპგრეიდები.
    Multiplayer რეჟიმის გარდა არის სოლო კამპანიაც - დაახლ. 20-საათიანი სიგრძის, თუმცა მან დიდი მოწონება არ დაიმსახურა.
    (მინიმალური) სისტემური მოთხოვნილობები :
  • Windows 7 SP1 ან უფრო მაღალი ვერსია
  • Intel Core2 Quad Q9300 @ 2.5 GHz / AMD Athlon II X4 620 @ 2.6 GHz  
  • 4 GB RAM  
  • NVIDIA GeForce GTX260 / AMD Radeon HD4870 მინიმუმ 512 MB VRAM-ით 
    თამაშის Metascore არის 71/100. შეგიძლიათ აქედან ჩაიწეროთ. იმედია კარგ დროს გაატარებთ.

რეკლამა