Tuesday, September 13, 2016

ReCore - პირველი განხილვები

    ReCore, ძველებური action-პლატფორმერი, დღეს ოფიციალურად გამოვიდა. მზადაა ასევე საკმაოდ ბევრი განხილვა - და ახალი თამაშისთვის ყველაფერი მთლად ნათელი არაა.
    მის ერთ-ერთ შემქმნელს, კეიჯი ინაფუნეს (Mega Man), ბოლო დროს არ ჰქონია კრიტიკული წარმატება - ამას მოწმობს მისი ბოლო პროექტი, Mighty No 9. სამწუხაროდ, ReCore-საც იგივე ბედი ეწია.
    Metacritic-ზე მას აქვს საშუალოდ "შერეული" შეფასებები 26 კრიტიკოსისგან და ჯამში 63/100. აგერ რამდენიმე ნიშანი :
  • IGN - 7.3/10           
  • Destructoid - 4/10    
  • Gamespot - 6/10      
  • God is a Geek - 8/10
    განმხილველთა მხედვით, დიდი მინუსებია FPS პრობლემები (XONE), ბაგები, გამეორებადობა და ცარიელი open world. მოსაწონია გრაფიკა (თუმცა არაა საუკეთესო), ძველებური ბრძოლა და პლატფორმინგი, ასევე იდეები და სიუჟეტი.
    საბოლოოდ, თუ კრიტიკოსთა აზრს ხშირად ეთანხმებით, მაშინ ამის ყიდვას ვერ გირჩევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, და თუ old school გეიმერები ხართ, მაშინ გირჩევდით თამაში გამოსცადოთ.

რეკლამა