Sony ნამდვილად ქმნის ისეთ თამაშებს რომლებიც რამოდენიმე წლის შემდეგაც აქტუალურია და ნებისმიერი გეიმერისთვის რჩება საოცნებო თამაშად,ამის მაგალითი კი მისი ერთ-ერთი ექსკლუზივი The Last of Us-ია რომელიც მალე სრულ 4K რეზოლუციას მიიღებს განახლებული PS4 Pro-სთვის.
Digital Foundry-ს რედაქტორის “რიჩარდ ლიდბეტერის” ინფორმაციით The Last of Us Remastered ვერსია მიიღებს 4K რეზოლუციას.მისი თქმით ინფორმაცია მიიღო Naughty Dog-ის დეველოპერებისგან რომლებსაც PlayStation Meeting-ზე ესაუბრა და ასევე დასძინა რომ, თამაში იმუშავებს 4K რეზოლუციით და 30 კადრით წამში და 60 კადრით წამში მაგრამ უფრო მცირე რეზოლუციით.
რათქმაუნდა ეჭვი არაა რომ The Last of Us ნამდვილად შეძლებს კიდევ ერთხელ გეიმერების გაოცებას როდესაც მისი ულამაზესი სამყარო 4k რეზოლუციით წარმოგვიდგება
რიჩარდს თამაშის რელიზზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.