Monday, September 12, 2016

The Last Guardian-ის რელიზი გადაიდო.



  როგორც იცით რამოდენიმე დღის წინ Sony-მ საკუთარ ბლოგზე განაცხადა რომ GT Sport-ის რელიზი გადაიდო ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით და წინასწარი შეკვეთებით მიღებული თანხებიც უკან დააბრუნა,ახლა კი ამავე ბედს კიდევ ერთი თამაში The Last Guardian-იც იზიარებს თუმცა ახალი ვადა ამ კონკრეტულ თამაშზე უკვე ცნობილია.
კომპანიამ კვლავაც საკუთარი ბლოგის მეშვეობით გვამცნო ინფორმაცია და განაცხადა რომ თამაშზე მუშაობის საბოლოო ეტაპზე შემქმნელებმა აღმოაჩინეს ბევრი “ბაგი” და სწორედ აქედან არის გამომდინარე ეს გადაწყვეტილება მიღებული.
Sony-ს გამოცდილებიდან გამომდინარე კი გეიმერებს ალბათ სანერვიულო თამაშის ხარისხთან დაკავშირებით არ უნდა ჰქონდეთ რადგან არაერთი შედევრი გვაჩუქა.
დაველოდოთ თამაშის რელიზს რომელიც რამოდენიმე დღის დაგვიანებით მოხდება.

თამაში გამოვა 7 დეკემბერს ექსკლუზიურად PS4 პლათფორმაზე.




რეკლამა