რივენი
განდევნილი
ნოქსუსში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თავის გამოჩენა თუ მას აქვს ძალა. არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხარ თუ კაცი, ცხოველი თუ ადამიანი, გეი თუ არა, მთავარია მარჯვენა გქონდეს ძლიერი.
რივენმა ბავშვობიდანვე გამოიჩინა თავი პოტენციურ მეომრად. იგი თავს აძალებდა აეთვისებინა ძალზედ რთული, გრძელი ხმლის ტექნიკა, ხმლის რომლის სიმაღლეც ძლივს იყო რივენი. იგი ულმობელი და ეფექტური მეომარი იყო, მაგრამ მისი ნამდვილი ძალა რწმენა იყო. იგი მიდიოდა ბრძოლებში უშიშრად, დარწმუნებული იყო თავის გამარჯვებაში და არ ეშინოდა სიკვდილის.
რივენმა მალევე გაითქვა სახელი და ნოქსუსის წარმომადგენლებმა დაასაჩუქრეს იგი შავი მაგიური ქვით დამზადებული მოჯადოებული ხმლით. ხმალი ძალიან მძიმე,გრძელი და განიერი იყო, იდეალურად მორგებული მის გემოვნებას.
მალევე იგი წაიყვანეს იონიაში, ნოქსუსის შეტევის მონაწილედ.
რაც ომად დაიწყო მალე უაზრო ხოცვა-ჟლეტვად იქცა. ნოქსუსის ჯარისკაცები სათითაოდ ხოცავდნენ უდანაშაულო ოჯახის წევრებს. ეს არ იყო ის იდეალური ბრძოლა რის გამოც რივენი ვარჯიშობდა. მან მაინც განაგრძო თავისი დავალების შესრულება. სოფელი ნანგრევებად იქცა. მალევე ნათელი გახდა რომ იონიას ცუდი ბედი ეწერა, გადარჩენა შეუძლებელი იყო, იმ დღეს თითქმის ყველა დაიხოცა.
ერთ-ერთი შეტევისას რივენი და მისი ჯგუფი ალყაში აღმოჩნდა. მათ სამაშველო ჯგუფს დაუძახეს, მაგრამ დახმარების მაგივრად ნოქსუსმა სინჯდის
Singed/სინჯდი |
მიერ დამზადებული საწამლავი ბომბები ჩამოყარა
დაიხოცნენ იონიელებიც და ნოქსუსელებიც. რივენმა მოახერხა გაქცევა, მაგრამ მეხსიერებიდან ვერ წაიშალა ეს ამაზრზენი შემთხვევები. იგი უყურებდა როგორ იხოცებოდნენ თავისი გუნდის წევრები სათითაოდ, ნოქსუსის იარაღითვე. ნოქსუსმა რივენი მკვდრად გამოაცხადა. ამით რივენმა ისარგებლა, მან თავიდან დაიწყო თავისი ცხოვრება.
გატეხა თავისი ხმალი რამოდენიმე ნაწილად წარსულის გასახსენებლად და დაიწყო ცხოვრება თვით-გარიყულად, მარტო, მისიაზე რომ განწმინდოს ნოქსუსი და გახადოს ისეთი როგორიც ბავშვობაში ეგონა რომ იყო.
რივენი
ზედმეტსახელი - განდევნილი
სქესი - მდედრობითი
რასა - ადამიანი
დაბადების ადგილი - ნოქსუსი
საქმიანობა - ნოქსუსის მეომარი
ფრაქცია - დამოუკიდებელი