Tuesday, May 31, 2016

Starbreeze-მა შეიძინა Payday , დაადასტურა Payday 3

    ახლახანს იყო გამოცხადებული, რომ დეველოპერმა Starbreeze Studios  (ჯერ არ გამოსული The Walking Dead , Chronicles of Riddick , The Darkness) შეიძინა უფლებები Payday-ს ბრენდზე(505 Games-სგან)და ამავდროულად რამდენიმე სიახლე დააანონსა.
    Payday 2 იყო მოულოდნელი ჰიტი და არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული co op გამოცდილება. კრიტიკული შეფასებები მიიღო "საშუალო" ან "კარგ" მიდამოში, ვერსიისდამიხედვით. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა სიურპრიზებით სავსე მისიებმა, იარაღებმა და გამომწვევმა გეიმპლეიმ. ასევე, თამაშს ძალიან აქტიურად უჭერდნენ მხარს დეველოპერები და ჰქონდათ ძალიან საინტერესო DLC (John Wick-ის , Hotline Miami-ის მთავარი გმირის და სხვა სკინები)მაგრამ ბევრს არ მოეწონა სტელსის მექანიკა, ვიწრო single player გამოცდილება და მიკროტრანსაქციები.
    საბედნიეროდ,Starbreeze-მა განაცხადა, რომ მიკროტრანსაქციებს მომავალში მოაცილებდა Payday 2-ის ყველა ვერსიას. ასევე, მას მხარს დაუჭერენ 18 თვის განმავლობაში. დადასტურდა სერიის მესამე ნაწილიც, თუმცა ამაზე მეტი კომენტარი არ გაკეთებულა.
    ვიმედოვნოთ, რომ Payday 3 უფრო მეტს შესთავაზებს offline გეიმერებს და სხვა თამაშებიც მიბაძავენ სტუდიას მიკროტრანსაქციების საკითხში.

რეკლამა