იასუო
მიუტევებელი
დღეს ვისაუბრებთ ყველაზე ბალანსირებულ ჩემპიონზე, რომელიც დახტუნაობს გაუჩერებლივ და მუდმივად კრიტავს მაგის დდშვც! :@ კარგით, ეს უნდა ამომემთხვია, ალბათ მიხვდით იასუოზეა ლაპარაკი (რავი თავში ხო არ აწერია სათაური ბრატ?) შევუდგეთ მის ისტორიას, ვინ იყო, რას წარმოადგენდა და რა უნდა საერთოდ.
იასუო იყო წარმატებული იონიის სტუდენტი ქარის ხმლის ტექნიკაში. წარმატებული იქნებოდა რატომაც არა, ერთადერთი იყო ვინც ამ ტექნიკას სწავლობდა და რაღათქმაუნდა საუკეთესოც თავად იყო. მალევე თავის მასწავლებელსაც გადააჭარბა.
ბევრს სწამდა რომ იგი ერთ დღეს იონიის სასახელო ბიჭი გაიზრდებოდა და დაიცავდა ხალხს. მისი რეპუტაცია ნოქსუსმა დაამსხვრია, როდესაც იონიაში შეიჭრნენ
ამ შეტევისას იასუოს დააკისრეს იონიის ბელადის დაცვა. ეს საქმე მას ძალიან მარტივად და მოსაბეზრებლად მოეჩვენა მას და უნდოდა ჯარისკაცებს შეერთებოდა რომლებიც თავიანთ თავს წირავდნენ იონიის დასაცავად და ასეც მოიქცა, მიატოვა მოხუცი და შევარდა ბრძოლაში.
როდესაც იგი დაბრუნდა, ბელადი მკვდარი იყო. შერცხვენილი, იასუომ თავისი თავი დაიდანაშაულა და მზად იყო ნებისმიერი სასჯელისათვის. მაგრამ იგი შოკირებული იყო როცა გაიგო, რომ ხალხი მას არა დაუმორჩილებლობის გამო სჯიდნენ, არამედ თვით ბელადის მკვლელობით.
როდესაც განაჩენი უნდა გამოეტანათ იასუოსთვის და მოეკლათ, მან ხმალი ასწია თავისი ხალხის წინაშე და არ მისცა დაესაჯათ იმისთვის, რაც მას არ ჩაუდენია. იგი გაიქცა იონიიდან და დაიწყო მისი მისია : ძებნა ნამდვილი ბელადის მკველის.
რამოდენიმე წელი შეალია იასუომ თავის მისიას, ეძებდა ყოველ კვალს რაც შეიძლებოდა დაეკავშირებინა ნამდვილ მკვლელთან. ამავდროულად იასუოზე ნადირობდნენ მისი ყოფილი თანაგუნდელები, რაც მას აყენებდა ორი გადაწყვეტილების წინაშე, იბრძოლე ან მოკვდი. იგი არ ნებდებოდა და კლავდა ყოველივეს სინანულით.
ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ მის მოსაკლავად არ წარსდგა თავისივე პატარა ძმა, იონე. ერთმანეთისადმი პატივის საჩვენებლად ორივემ თავი დაუხარეს ერთმანეთს და შეუდგნენ საქმეს. ჩუმად ტრიალებდნენ ერთმანეთის გარშემო მთვარის შუქის ქვეშ.
როდესაც საბოლოოდ შესატევად გაექანენ ერთმანეთისკენ, იონე ბევრად სუსტი აღმოჩნდა ვიდრე თავისი დიდი ძმა. ერთი ხმლის მოსმით იასუომ დაამთავრა იონეს სიცოცხლე. იასუომ დააგდო თავისი ხმალი და გაიქცა ძმისკენ.
დასძლია ემოციები და მოითხოვა თავისი პატარა ძმისგან პასუხი, თუ რატომ თვლიდნენ იასუოს მკვლელად. იონემ თავისი ბოლო სიტყვებით უპასუხა : "ბელადი ქარის ტექნიკით იქნა მოკლული, სხვა ვინ უნდა ყოფილიყო თუ არა შენ? ბოლო რამოდენიმე თაობის განმავლობაში არავის შეუსწავლია ქარის ტექნიკა შენს გარდა ძმაო"
ახლა იასუომ იცოდე რატომაც ადანაშაულებდნენ მას, მან საბოლოოდ უთხრა თავის ძმას რომ იგი უდანაშაულო იყო და პატიება მოსთხოვა. ცრემლები იღვრებოდა იასუოს თვალებიდან როცა მისი პატარა ძმამ სული დალია მის ხელებში.
იასუომ დამარხა იონე ამომავალი მზის ქვეშ, მაგრამ არ ჰქონდა დრო სატირლად. სხვებს მალევე გამოგზავნიდნენ მის მოსაკლავად. მისმა ძმამ საჭირო ინფორმაცია მისცა იასუოს, ახლა მან იცის რომ იგი ეძებს ბელადის მკვლელს, რომელიც ასევე ქარის ტექნიკას ფლობს. არსებობს რამოდენიმე თეორია, იასუოს ეჭვი აქვს რომ ბელადი შესაძლოა რივენმა მოკლა, რადგან მასაც ქარის ტექნიკა აქვს (თითქმის) თუ გავიხსენებთ რივენის Ultimate Skills (ულტს) მას ქვია Wind Slash.