Sunday, December 13, 2015

Ghost Recon: Wildlands - ამბიცია და პოტენციალი


    Ghost Recon: Wildlands  დეველოპერებმა მიზნად დაისახეს შექმნან უზარმაზარი ზომის ლოკაცია რომელიც, არაფრით არ ჩამოუვარდება უშუალოდ Just Cause-ის მე-3 ნაწილს. მაგრამ ამასთან დეველოპერები (Ubisoft),  მიიჩნევენ საჭიროდ შექმნან რეალისტური სურათი რომელიც, არაფრით იქნება სხვა პროექტებზე უარესი. E3-ის ტრიმუფის შემდეგ, გეიმ-ჟურნალისტებმა დეველოპერებს გახსნილი ფორმატით კითხვები დაუსვეს მაგალითად, იქნება თუ არა ეს პროექტი სამაგალითო შუთერი, უშუალოდ პირდაპირი კონკურენტების ფონზე ანუ, უკვე ცნობილი შუთერების ფონზე. მათ უპასუხეს, რომ იქნება (რამე თუ Electronic Art-ს არაფრის ეშინია) . ლოგიკურია პასუხი საკმაოდ ტრადიციულად ჟღერდა მაგრამ აღმასრულებელმა პროდიუსერმა, თავის სიტყვებს არგუმენტირება მოუყვანა, "რომ დეველოპერების წინ საკმაოდ  რთული ამოცანა დგას ვინაიდან, ამხელა ლოკაციების შექმნა უშუალოდ შუთერისთვის სადაც, ყველა უმნიშვნელო დეტალიც კი ძალიან დიდ სიმაღლეზე უნდა იდგეს მნიშვნელოვანია დეველოპერებისთვის და სწორედ ამიტომ არ გვუსრს ჩვენ ამ პროექტის, რაღაც მხრივ გაფუჭება. მაგრამ რათქმაუნდა შეიძლება ამ კომენტარის სხვა, უფრო მარტივი სიტყვებით გადმოცემა დეველოპერებს სურთ დაუბრუნდნენ ტრადიციულ Tom Clancy-ის და ყოველივე ეს დაუქვემდებარონ საკმაოდ ლამაზ სურათს, დიდი პოტენციალის მქონე co-op რეჟიმს და უკვე ნახსენებ უზარმაზარ გახსნილ სამყაროს და ყოველივე ეს მოაქციონ, ხარისხიან ჩარჩოებში. ვერაფერს ვიტყვით მართლაც, რომ რთული ამოცანაა.



  Ubisoft Paris გაერთიანდა Red Storm Entertainment-თან. მათი მიზანია შექმნან სუპერ რეალისტური სროლითი მექანიკა, აღსანიშნავია, რომ Red Storm Entertainment ეხმარება Ubisoft-ს The Division-ის შექმნაში საიდანაც შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ამ სტუდიას აქვს დიდი გამოცდილება ამ საქმეში. ყველაზე საინტერესო ან სასიხარულო ფაქტორი სწორედ პროექტზე მომუშავე გუნდია, რადგან სწორედ Red Storm Entertainment-მა იმუშავა პირველ Ghost Recon-ის სერიებზე. 



პროექტის რილიზი დაგეგმილია 2016 წლისთვის, Playstation 4-ზე, Xbox One-ზე და PC Windows პლათფორმებზე. 


იხილეთ პროექტის Cinematic Trailer და ასევე Gameplay უშუალოდ E3 პრესკონფერენციიდან. 



რეკლამა