ბარდი
მოხეტიალე მეთვალყურე
ბარდი მოგზაურობს ისეთ ადგილებში მომაკვდავს მისი წარმოდგენაც კი გაუჭირდება.ვალორანის ბევრი მცოდნე ცდილობს გაიგოს თუ რა არის ბარდი და ამოიცნოს მისი საიდუმლოებები.ამ ამოუცნობ სულის მაგვარ არსებას ბევრი სახელი მისცეს ვალორანელებმა, მაგრამ ყველაზე ხშირად უწოდებენ კოსმოსის მოხეტიალეს ან დიად მეთვალყურეს.
ეს სახელები მისი დანიშნულების მხოლოდ მცირედ ნაწილს ასახავენ. მოგეხსენებათ, ბარდი თქვენი ლოგინში ჩავარდნილი ბებიის მეთვალყურე არ არის და კოსმოსიდან არ მოევლინება რომ მას ჭამაში დაეხმაროს, იგი მხოლოდ მაშინ გამოჩნდება ხოლმე როცა სამყარო დიდ საფრთხეშია.
ბრძოლა მთა ბარდზე
ნოქსუსის ჯარი შეიჭრა მთა ბარდზე სადაც იონიელები ცხოვრობდნენ. მათ სურდათ ციური არტიფაქტის მოპარვა
ომის დროს, ნოქსუსმა სოფელი ააოხრა. სოფლის ბრძენმა თავის თავზე აიღო არტიფაქტის უზრუნველყოფა. მას არტეფაქტი მთის წვერში უნდა აეტანა
მაგრამ,სანამ მან ეს მოახერხა ნოქსიის ჯარისკაცმა იგი სასიკვდილოდ დაჭრა, მაგრამ მოხუცმა სიკვდილის წინ მაინც მოასწრო არტიფაქტის გამოყენება ჯარისკაცის მოსაკლავად.
არტეფაქტმა ისეთი ძალა გამოჰყო, რომ უკან მყოფი მთაც კი შუაზე გააპო. ბარდმა იგრძნო ასეთი არასწორი გზით გამოყენება არტიფაქტის, რამაც მისი ყურადღება მიიპყრო.
ციურმა (ბარდი) უცებ გამოჩნდა ბრძოლის ველზე და წაართვა არტიფაქტი ხალხს, მიუხედავად იმისა რომ იქვე მყოფმა მომაკვდავმა მიაძახა : არა! ჩვენ მის გარეშე მოვკვდებით. მაგრამ როგორც უკვე გითხარით ბარდს ეს სულ ფეხებზე კიდია, მისთვის მთავარია სამყაროს კეთილდღეობა და არა სოფლის. ეს არტიფაქტი კი სხვის ხელში ძალიან სახიფათო იქნებოდა და ქაოსს მოიტანდა.
ასე რომ, მან წაიღო არტიფაქტი და საერთოდ მოაშორა მომაკვდავების სამყაროს, რათა ბოროტის ხელში არ ჩავარდნილიყო