ამუმუ
მოწყენილი მუმია
ამუმუს ისტორია საკმაოდ შთამბეჭდავი და დეპრესიულია, რაც ძალიან ბევრ სხვა ჩემპიონზე ვერ ვიტყვით. თითქმის ყველას აქვს თავისი მიზანი , არც League of Legend - ის ჩემპიონები არიან გამონაკლისები. ყველას თავისი მისია აქვს, იასუო ცდილობს დაამტკიცოს რომ უდანაშაულოა, რივენი წარსულის შეცდომებს ინანიებს, ბარდი სამყაროს კეთილდღეობაზე ფიქრობს. ძალიან რომ არ ჩავეძიო იმის თქმა მინდა, რომ ყველას აქვს მიზანი, ამუმუსი კი ძალიან დამრთგუნავია.
მან არაფერი იცის თავისი თავის შესახებ. პირველი რაც ახსოვს ის არის, რომ იგი იღვიძებს შურიმას პირამიდაში სრულიად მარტო. იგი გახვეული იყო მუმიასავით და გულისცემას ვერ გრძნობდა.
უფრო მეტიც, იგი გრძნობდა ძლიერ დეპრესიას რასაც თავად ვერ ხსნიდა. მან იცოდა რომ მშობლები ენატრებოდა, მიუხედავად იმისა რომ გონზე არ იყო თუ ვინ იყვნენ მისი მშობლები.
მუხლებზე ჩაკეცილი ამუმუ ქვითინებდა შეუჩერებლივ. რაც არ უნდა ექნა, როგორც ჩანს ცრემლებს ვერ იკავებდა. საბოლოოდ იგი ფეხზე წამოდგა, იმ მიზნით , რომ იგი მოივლიდა მთელ მსოფლიოს, რათა გაეგო თუნდაც მცირეოდენი თავისი წარსულის შესახებ.
სამწუხაროდ ამუმუმ ვერაფერი შეისწავლა თავისი წარსულის შესახებ, მაგრამ მან ისწავლა თუ ვინ არის იგი ახლა! პირველრიგში - უკვდავი.
მაგრამ როგორც უკვდავებს ჩვევიათ, ბოროტული ქცევები არ ახასიათებს. მას ასევე აქვს პრობლემა ხელებთან დაკავშირებით... ძალიან მოკლეა...
ამუმუმ მთელი სამხრეთ ვალორანი შემოიარა, ეს საკმაოდ საშიში ადგილია მაგრამ ყველაფერს თავი გაართვა.
იგი უბრალოდ მოწყენილი იყო, ზოგი ვინც მას ხვდებოდა იზიარებდა ამუმუს სევდას. საბოლოოდ ამუმუმ გეზი აიღო ჩრდილოეთისკენ და მიაღწია ომის ინსტიტუტს, League of Legends - ის სახლს.
მან იქ უამრავი ჩემპიონი გაიცნო. იგი დაპატიჟეს ინსტიტუტში და ასე გახდა ჩემპიონი. მან თავისი პირველი და ერთადერთი მეგობარიც სწორედ აქ აღმოაჩინა.
ამუმუ გახდა ჩემპიონი, იმიტომ რომ მას შეპირდნენ ინსტიტუტში მიზნის მიღწევაში დახმარებას, სანაცვლოდ კი მხოლოდ ინსტიტუტში გაწევრიანებას ითხოვდნენ. ამუმუ არ კარგავს იმედს და სურს, რომ ერთ დღესაც იგი გაიგებს თავისი წარსულის შესახებ, თავისი მშობლების შესახებ
ამუმუ
ზედმეტსახელი - მოწყენილი მუმია
სქესი - მამრობითი
რასა - უკვდავი (ყოფილი იორდლე ან ადამიანი)
დაბადების ადგილი - უძველესი შურიმა
ფრაქცია - დამოუკიდებელი