Capcom-მა ისაუბრა Street Fighter 5 -ის შესახებ და განაცხადა რომ გეიმერებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ თამაშის ორი განსხვავებული კოლექცია ,The Volcanic Edition და The Valuable Edition, ორივე კოლექცია კი გაიყიდება მხოლოდ PS4 პლათფორმაზე შეზღუდული ტირაჟით.
პირველი კოლექცია The Volcanic Edition მიიღებს რათქმაუნდა თამაშის სრულ ვერსიას და დამატებით DLC-ის სახელწოდებით Battle Costumes. დამატებით კოსტუმები თამაშის გმირებისთვის Ryu, Chun Li, M. Bison,Cammy, ასევე 1000 ვალუტას რომლითაც თამაშში შეძლებთ იყიდოთ სხვადასხვა ნივთები, 60 წუთიან DVD-ს და წიგნს ილუსტრაციებით, ფასი კი იქნება 12 990 იენი.
მეორე The Valuable Edition მიიღებს იგივე კომპლექტს რასაც პირველი მაგრამ დამატებითი კოსტუმები აქ იქნება მხოლოდ ორი პერსონაჟისთვის Ryu და Chun Li-სთვის.ფასი იქნება 11 990.
თამაში გამოდის 16 თებერვალს PC და PS4 პლათფორმებზე.