Monday, January 4, 2016

Star Wars VII: The Force Awakens A New hope while first order strikes back with return of the jedi



სანამ დაიწყებთ ამ სტატიის/რევიუს კითხვას გაითვალისწინეთ რომ სპოილერებით სავსე იქნება, ასე რომ შემდეგი წინადადება ჯობია არ წაიკითხოთ.

ჰან სოლო კვდება! კაილო რენი არის ბენ სოლო, ლეიას და ჰანის ვაჟიშვილი.

თუ ამის შემდეგ მაინც აგრძელებ კითხვას მაშინ კეთილი, დავიწყეთ.

პირველი ტრეილერის დადების შემდეგ საშინელ ჰაიპში ვიყავი, ველოდებოდი როდის ვნახავდი კინოთეატრში დიდ ეკრანზე. ბილეთების გაყიდვა როგორცკი დაიწყო ეგრევე ვიყიდე ბილეთები პრემიერაზე და ველოდებოდი როდის დადგებოდა ის მომენტი როდესაც დაიწყებდა კოსმოსის ფონზე ყვითელი ტექსტი ცურვას. ამ მომენტში ვფიქრობდი რომ ეხლა იწყებოდა რაღაც დაუვიწყარი, რაშიც არ შევცდი. ფილმის პირველი სცენა, სადაც სტორმტრუპერების ჯგუფს ვხვდებით, გვაცნობს ახალი ტრილოგიის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჭს FN-2187-ს. სახელი გეცნოთ? ალბათ იმიტომ რომ პირველ ფილმში პრინცესა ლეია დამწყვდეულია სწორედ 2187 საკანში. ვხედავთ რომ ეს სტორმტრუპერი ნერვიულობს, მისი ერთერთი ჯგუფელი - FN-2003 იგივე Slip მას ამშვიდებს, რის შემდეგაც სლიპის სისხლი დაამშვენებს ჯონ ბოიეგას პერსონაჟის ჩაფხუტს. რათქმაუნდა ეს თავდასხმა First Order-ის გამარჯვებით დასრულდა, მათ ტყვედ ჩაიგდეს აჯანყებულები და მათი ლიდერები, ისევე როგორც აჯანყებულების საუკეთესო პილოტი პო დამერონი. მინი ვეიდერმა ტყვეების დახოცვა ბრძანა და ყველა ტრუპერმა ისროლა, გარდა ერთისა, ეს იყო FN-2187, რომელსაც პაწუკელა ბენიტო სოლომ შეხედა.

ჯერჯერობით ფილმი კარგად ვითარდება, ვხედავთ საინტერესო პერსონაჟებს და მათ ურთიერთკავშირს.
მაგრამ შეიძლება ითქვას ამის შემდეგ ჩემი ჰაიპი მოკვდა და დაიწყო ჯოჯოხეთი რომელიც 2 საათზე მეტი გაგრძელდა.
მოდით სანამ მეშვიდე ეპიზოდზე გავაგრძელებ ლაპარაკს, გავიხსენოთ პირველი ტრილოგიის პირველი ფილმი (ცოტა მეორე და მესამეც):
დროიდი რომელიც ფლობს აჯანყებულებისთვის საჭირო ინფორმაციას არის უდაბნოსებურ პლანეტაზე. ამ დროიდს იჭერენ უდაბნოში მყოფი არსებები, უცებ კი გამოჩნდება კეთილი ახალგაზრდა რომელიც გადაარჩენს საყვარელ რობოტუნას. ეს ახალგაზრდა ცხოვრობს უდაბნოს დასახლებაში.შემდეგ კი გაირკვევა რომ ის ძლიერი ძალის მფლობელი აღმოჩნდება. დროიდის პატრონი, რომელიც რეზისტენციისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, დატყვევებული ყავთ შავებში ჩაცმულ ბიძიებს, რომლებიც  ნაცისტებს გვანან. მის საშველად სტორმტრუპერის ფორმაში ჩაცმული ტიპი გამოჩნდება რომელიც დაიხსნის მას. ამის შემდეგ ვარსკვლავური ნაცისტები ანადგურებენ იმ უდაბნოს დასახლებას სადაც ჩვენი პროტაგონისტი ცხოვრობს. ჩვენი გმირები და დროიდი თავს დააღწევენ Millennium Falcon-ით და შემდეგ ჩაუბრატდებიან ხუან სოლოს და ჩუპაკაბრას. მთავარი ანტაგონისტი არის მასკიანი ტიპი რომელსაც დამრთგუნველი ხმა აქვს და კაი ბიჭივით შავებში ჩაცმული მოძრაობს. მას გვერდით ახლავს გენერალი რომელიც მთლიან ფლოტს განაგებს და ორივე მათგანი ჰოლოგრამით მოლაპარაკე მახინჯი ტიპის ყურმოჭრილი მონა-მორჩილები არიან. ჩვენი გმირი ხვდება უცნაურ უცხოპლანეტელს რომელსაც უცნაური ხმა და ქცევები აქვს. გმირი ჩადის მიწისქვეშ სადაც მას ძალის დახმარებით აქვს ხილვა და ეს უცხოპლანეტელი მას დახმარებას შესთავაზებს. შემდეგ კოსმოსური ნაცისტები გამოამზიურებენ მათ პლანეტის ზომის სუპერ-ბუპერ-პუპერ-მეგა-ალფა იარაღს რომელსაც პლანეტების განადგურება შეუძლია. ცუდი ტიპები გამოიყენებენ ამ სუპერ-ბუპერ-პუპერ-მეგა-ალფა იარაღს და გაანადგურებენ პლანეტას. ეს პლანეტა/ხომალდი/იარაღი დაცულია ფარით, აჯანყებულები გადაწყვეტენ რომ პატარა ჯგუფი გაუშვან ამ ფარის გამოსართველად და შემდეგ კი X-wing-ების საშუალებით შეუტიონ ხომალდის სუსტ წერტილს და გაანადგურონ. როდესაც ჩვენი გმირები ფარის გამოსართველად არიან ხომალდზე ბოროტი მასკიანი ტიპი კლავს ჩვენი მთავარი გმირის მენტორს. სუპერ-ბუპერ-პუპერ-მეგა-ალფა იარაღს გაანადგურებს X-Wing-ის პილოტი რომელიც უუუუუზარმაზარი თხრილის გავლით მიაღწევს სუსტ წერტილამდე და გაარტყავს 9იანში. შემდეგ კი გმირები ბრუნდებიან და გამარჯვებას აღნიშნავენ.

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა: რა ჯანდაბად მინდოდა ამ ყველაფრის მოყოლა?
პასუხი მარტივია: Star Wars : The Force Awakens
ხო, სწორედ ეს არის ამ ეპიკური საგის მეშვიდე ფილმის ისოტირა. მეოთხე ეპიზოდის ისტორიის გადამღერება მეხუთე და მეექვსე ნაწილების ელემენტებით.
პირველი სცენის შემდეგ რაც მოხდა ყველაფერი უკვე ნანახი გვაქვს. უბრალოდ ამჯერად უმაღლესი დონის სპეც-ეფექტებით არის გაჯერებული. ვხედავთ ძველ საყვარელ გმირებს, ვტირით ნოსტალგიური სენტიმენტების გამო, ვიცინით რამოდენიმე კარგად ჩასმულ ხუმრობაზე. მაგრამ ფილმს რომელსაც ორიგინალური ისტორია არ აქვს ვერ დავარქმევ კარგს. ჩემი მოკრძალებული აზრით ეს ფილმი Phantom Menace-ზე უარესია. ეხლა გამოხტება ვიღაც და დაიწყებს "ე რეებს ამბობ ბიჭო, Phantom Menace-ზე ცუდი კიარა ყველაზე მაგარი Star Wars ფილმია *ბლეჰ*". მე კი მარტივად გაგახსენებთ ამ ვიდეოს. (P.S. Phantom Menace-ს Qui Gon Jinn და Darth Maul მაინც ყავდა. და არ დაგვავიწყდეს ფილმის ბოლო დუელი, რომელიც ერთერთი საუკეთესოა მთელს საგაში)
კარგით კიდევ გავაგრძელო სჯობს, ვგონებ:
მეშვიდე ეპიზოდში გვაქვს იგივე რაც პირველ ტრილოგიაში უბრალოდ სტეროიდებით გატენილი. რეი არის ათჯერ უფრო ძლიერი ლუკი, სტორმტრუპერებიც როგორღაც ატყავენ სამიზნეებს. Starkiller ბაზა Deathstar-ზე უფრო დიდი და ძლიერია. გვაქვს თოვლიანი პლანეტა რომელიც ჰოთი არაა, გვაქვს უდაბნოს პლანეტა მაგრამ ტატუინი არაა, მწვანე პლანტაციებით გატენილი პლანეტა რომელიც ენდორი არაა.ეს ფილმი ნაცნობი ფორმულითაა შედგენილი მაგრამ Plot Hole-ების არსებობის გამო ვერ მოქმედებს ისე როგორც პირველი ტრილოგია მოქმედებდა. ფილმი დამოკიდებულია შემთხვევითობაზე: ჯაკკუზე როცა ნაცისტების შეტევა, BB-8 დაჭერას და განთავისუფლება, ფინის და პოს დაცემა იმ ქალაქთან ახლოს სადაც რეი არის, მილენიუმ ფალკონის პოვნა, ჰანის და ჩუბაკას ჯაკუზე ყოფნა, რეი თვალების დახუჭვით სწავლობს Force-ს შესაძლებლობებს რისთვისაც ლუკს 3 ფილმი დასჭირდა, ან რატომ გაიყო მიწა ორად ზუსტად ისე რომ რეი და კაილო ორ სხვადასხვა მხარეს აღმოჩენილიყვნენ... კიდევ შეიძლება ესე გაგრძელება. ასევე ძალიან ბევრი კითხვა რჩება უპასუხოდ, მაგალითისთვის: რა ტინკივინკის აკეთებს რესპუბლიკა? ვინ არიან First Order-ის ხალხი და რა ჯანდაბა უნდათ? სტარკილერის ბაზამ ააფეთქა კოროსანტი? საიდან გაჩნდა ანაკინის ხმალი? საიდან ქონდა ლორდ სან ტეკკას ლუკამდე მისაღწევი რუკა? სად ჩემი Lightsaber-იდან იცის რეიმ და ფინმა Lightsaber-ის ხმარება? როგორ გადაურჩა ფინი Lightsaber-ის დარტყმას რომელიც ნებისმიერ სხვა არსებას ორად გადაჭრიდა(#NeverForgetDarthMaul)? ფინი რატომ არ გამოდგა ტვინგამორეცხილი სტორმტრუპერი? სად არიან რენის რაინდები? ვინაა სნოუკი? რატომ გაიღვიძა ესე თავისით R2-D2-მ? რატომ გაბოროტდა ბენიტო სოლო იგივე კაილო რენი იგივე მინი ვეიდერი? საიდან იპოვა ვეიდერის მასკა და ფერფლი ბენიტომ? როგორ დაიმორჩილეს კაპიტანი ფაზმა ესე მარტივად? და საერთოდ რა ქონდათ მოწეული სცენარისტებს როდესაც მუშაობა დაიწყეს?
ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია რაზეც პასუხი არ არის გაცემული ფილმში.

ეს ყველაფერი შეიძლება ავხსნათ იმით, რომ ბატონ ჯეი ჯონა ჯეიმსონს, კიარადა ჯ.ჯ.აბრამსს, უყვარს ფილმის ისტორიის სწრაფი განვითარება, რაც ვარსკვლავურ ომებს არ უხდება. ყველა ვარსკვლავური ომების ფილმში კარგად არის გადმოცემული პოლიტიკური მდგომარეობა სამყაროში და ვიცით რა საფრთხე შეიძლება ელოდებოდეს ჩვენს გმირებს. აქ კი უბრალოდ გამოჩნდნენ ცუდი ბიძიები და კარგი ბიძიები, იჩხუბეს და ისევ გაურკვევლობა დარჩა. სერიოზულად, რაზე იჯდნენ სცენარისტები მითხარით ვინმემ... გვაძლევენ ისტორიას სადაც უბრალოდ ორი მხარე ერთმანეთს ეჯახება და უნდა გვიხაროდეს. გვანახებენ ნოსტალგიის მომენტებს, One Liner-ებს და საკმაოდ კარგ იუმორს და უცებ გადადიან სხვა სცენაზე. არ არის მომენტები სადაც ახალი ტრილოგიის პერსონაჟები ერთად ხვდებიან ერთ ადგილას სადაც შედიან კონტაქტში (საუბარია პოზე, ფინზე და რეიზე ჯერ კიდევ თუ ვერ მიხვდით ვინ არის ამ ტრილოგიის "წმინდა სამება"), რეალურად არ არის სცენა სადაც ეს სამი პერსონაჟი ერთ ოთახში ერთ დროს იყოს. მგონი საერთოდ რეი და პო ერთმანეთს უბრალოდ სახეზე ცნობენ... პერსონაჟების განვითარებაზე კი ერთ რამეს ვიტყვი - ერთადერთი პერსონაჟი რომელიც ფილმის განმავლობაში ვითარდება არის Finn - ტიპი რომელიც ფილმის პირველ მოქმედებაში სტორმტრუპერია, შემდეგ მშიშარა ტიპია რომელსაც უბრალოდ გაქცევა და გადარჩენა უნდა და ფილმის ფინალურ მოქმედებაში კი დაფრენდზონებული ტიპია რომელიც ცდილობს დაეხმაროს რეის.
მოდი გადავიდეთ პერსონაჟებზე და მსახიობებზე:
ძველი ქასთზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, საკმაოდ კარგი შესრულება იყო, განსაკუთრებით ჰან სოლო იყო გამორჩეული. ბოლო დროის საუკეთესო შესრულება იყო ჰარისონისგან.
ახალ კასტზე კი რა ვთქვა... პო თითქმის საერთოდ არ ჩანდა. ფინი საინტერესო პერსონაჟი იყო რომელსაც ჯონ ბოეიგამ კარგად გაართვა თავი, არ იყო ერთფეროვანი პერსონაჟი და ფილმის განმავლობაში ემოციურად იყავი მის მიმართ განწყობილი. კაილო რენი - 27 წლის  ემოციურად გაუწონასწორებელი ვაჟიშვილი იყო, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია რა უნდა ცხოვრებისგან. ადამ დრაივერმა საკმაოდ კარგად მოირგო როლი, თან უთანაგრძნობდი ამ პერსონაჟს და თან გძულდა.
დაგვრჩა ერთი მთავარი პერსონაჟი - რეი... დეიზი რიდლის შესრულებამ მომანდომა რომ ჰაიდენ კრისტიანსენის ანაკინის წუწუნისთვის შეუჩერებლად მესმინა... ამაზე უკეთესად მემგონი "Ed, Edd n Eddy"-ს ერთერთი პერსონაჟი Plank უკეთესად გაართმევდა თავს. სახის გამომეტყველება ყველა ემოციაზე აბსოლიტურად ერთნაირი როგორ შეიძლება იყოს არ ვიცი...
Plank
Plank
შეიძლება კითხვა გაგიჩნდათ ამდენი კითხვის მერე (თუ რათქმაუნდა წაიკითხეთ) რატომ არ დავწერე ამდენხანს სტატია. პასუხად კი გეტყვით, რომ იყო ორი მიზეზი, ერთი რომ მინდოდა რამოდენიმეჯერ მენახა ფილმი და მეორე - ხალხსაც ენახა რომ სპოილერების პრობლემა ნაკლებად ყოფილიყო.
ეხლა კი სანამ დაგემშვიდობებით გეტყვით რომ ფილმის ნახვა ღირს, ძალიან კარგი სანახავია კაზუალური მაყურებლისთვის, მაგრამ არ ელოდოთ რამე განუმეორებელს. იცოდეთ რომ საშუალო ჰოლივუდური ბლოკბასტერია რომელსაც დიდი ფრენშიზის სახელი აქვს. უბრალოდ ძალიან მიკვირს როგორ აქვს ასეთი მაღალი შეფასება კრიტიკოსებისგან ფილმს რომლის ისტორიაც არის დაუმუშავებელი და შემთხვევითობაზე დამოკიდებული, ფილმი სადაც უფრო მეტი კითხვაა ვიდრე პასუხი, ფილმი სადაც 3CPO ყველაზე კარგად შესრულებული როლია...
ისევ მაგალითდ მოვიყვან Phantom Menace-ს, ფილმი რომელიც გამოსვლისას ყველას მოსწონდა, მაგრამ ჰაიპის სიკვდილის მერე ყველაზე ცუდ ფილმად აღიარეს საგაში.
ჩემი აზრით იგივე ელის ძალის გამოღვიძებასაც. შეიძლება ყველაზე ცუდი არ იყოს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასების Star Wars-ის ფილმი იქნება.

კიდევ მეტის დაწერა მინდა, მაგრამ სჯობს ფილმს თვითონ უყუროთ და დაუკვირდეთ ყველა დეტალს.
ახლა კი დაგემშვიდობებით

May the Force be with you!
Ozzy.

რეკლამა