Friday, December 11, 2015

Rockstar is back

                                                                                                  


კომპანია Rockstar-მა დაანონსა, Grand theft auto V-ის ახალი დამატება. ამიერიდან მოთამაშეებს მიეცემათ საშუალება ჩამოაყალიბონ, ფართო კრიმინალური იმპერია. ამ მოვლენამდე მოთამაშეებს უკვე ქონდათ საშუალება ეგრძნოთ თავი, ჩამოყალიბებულ კრიმინალად, მაგრამ Executives and Other Criminals-ის დამატების შემდეგ ყოველივე ეს ახალ ფესვებს შეიძენს.



ახალი დამატება არ შემოიფარგლება უბრალო Online რეჟიმით სადაც თქვენ აქამდეც გეძლეოდათ საშუალება, ჩამოგიყალიბებინათ საკუთარი მცირე დაჯგუფება. საქმე გაცილებით საინტერესოა რამე თუ, დეველოპერებმა თავად გაუსვეს ხაზი იმას, რომ თითოეული გუნდის წევრი კონკრეტული დავალების სანაცვლოდ მიიღებს საკმაოდ სოლიდურ ფულად თანხას და ეს არის შემთხვევა როდესაც, Rockstar games არ შემოიფარგლება მარტო ფულადი რესურსით არამედ, ამას საკუთარი რეპუტაციის ამაღლებითაც პასუხობს. რაც რაღათქმაუნდა კრიმინალურ კარიერაში დამეთანხმებით აუცილებელია. შესაბამისად ყოველივე ამის გათვალისწინებით, Executives and Other Criminals-ის ახალი სეთინგი, მეტად საინტერესო და მოთხოვნადი ხდება. ყოველივე ამას  კი თქვენ ხაზგასმით ვიდეოში იხილავთ. გარდა პირადი კრიმინალური სტატუსია ახალ დამატებას, პარალელურ რეჟიმში დაამშვენებს ახალი ცხოვრების სტილი: ბევრად საინტერესო რედიზაინი ანუ VIP მოდერნისტული ძვირადღირებული უძრავი ქონება, ახალი მანქანები, იახტები, ბევრი საინტერესო დავალება და რაღათქმაუნდა დამატებით ძალიან საინტერესო კოოპერატიული დავალებები რომელსაც ამშვენებს თამაშის ღირსეული ბუნებრივი ინტელექტი.



დამატება ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ პლათფორმებზე: PlayStation 4, Xbox one და რაღათქმაუბდა pc. PlayStation 3-ის და Xbox 360-ის მფლობელები დარჩებიან ახალი კონტენტის გარეშე.





რეკლამა