Friday, December 11, 2015

The Witcher 3 არაა სერიის დასასრული ?!

პირველად მესამე Witcher სერიის დასასრული უნდა ყოფილიყო, მაგრამ CD Projekt Red-ის დირექტორმა, ადამ კიჩინსკიმ, ერთერთ პოლონურ ტელეარხთან ინტერვიუსას თქვა, რომ სინამდვილეში მესამე Witcher არ იქნება ბოლო ნაწილი. მისი თქმით გუნდმა გადაწყვიტა, რომ სერიაზე ათ წლიანი მუშაობის შემდეგ სერიის ასე უბრალოდ მიტოვება არ იქნებოდა სამართლიანი როგორც ჯგუფისთვის, ასევე ფანებისთვის. ფაქტობრივად მან გვითხრა რომ The Witcher 4 ადრე თუ გვიან, მაინც გამოვა.
სავარაუდოდ ჯგუფი გარკვეული დროით დაისვენებს Witcher-სგან და მთელი სტუდია გადაერთვება Cyberpunk 2077-ის, გიგანტური RPG თამაშის, რომელიც ჯერ კიდევ 2012-ში დაანონსდა, შექმნაზე.
სავარაუდოდ ის იქნება Withcer 3-ზე ბევრად დიდი და მაშტაბური პროექტი, ამავე ინტერვიუში ადამმა თქვა რომ თამაშის მზადება თავდაპირველ საზღვრებს გასცდა და პროექტი უბრალოდ ძალიან დიდი და ამბიციოზურია. ჯგუფი ელის რომ Cyberpunk 2077 იქნება ფინანსურად ყველაზე წარმატებული პროექტი, მიუხედავად იმისა რომ The Witcher 3-ის გაყიდვებმა ექვს მილიონს გადააჭარბა, არაა ყველაზე გაყიდვადი თამაშების სიაში, ამ სიაში მოხვედრას კი ჯგუფი Cyberpunk 2077-ს უწინასწარმეტყველებს. შესაბამისად პროექტის შექმნა უფრო დიდ ხანს გაგრძელდება, მისი გაყიდვაში გაშვება 2016 წლის შემოდგომისთვისაა დაგეგმილი, მაგრამ სავარაუდოდ 2017 წლამდე-მდე მოუწევთ ფანებს ცდა.

რეკლამა