როგორც უკვე სათაურიდან და სურათიდან გამომდინარე მიხვდით ფილმს იღებენ ადამიანზე რომლის Marvel-ის ფილმებში დანახვა უფრო გვიხარია ვიდრე თავად სუპერგმირების, ცოტა გადავაჭარბე მაგრამ მაინც. თუ თქვენ Stan Lee-ს შესახებ იცით მაშინ დარწმუნებული ვარ ეს ადამიანი ძალიან გიყვართ, ხოლო თუ ვინმემ არ იცით მაშინ შეგაყვარებთ როდესაც გეტყვით, რომ თქვენი საყვარელი Marvel-ის სუპერგმირები სწორედ მისი შექმნილია, ყოველშემთხვევაში უმეტესობა და ასევე დარწმუნებული ვარ რომ თუ Marvel-ის ფილმები გიყვართ მაშინ სტენი უკვე ნანახი გეყოლებათ ბევრჯერ მიუხედავად იმისა დააკვირდით ამას თუ არა, ის ხომ თითქმის ყველა Marvel-ის თუ Marvel-ს კომიქსების მიხედვით გადაღებულ ფილმში გამოდის, მართალია პატარა ქომეოს სახით მაგრამ მისი გამოჩენა გვახსენებს რომ Marvel-ი არარის DC, თან თუ გადავხედავთ Marvel-ის კინემატოგრაფიული სამყაროს ბოლო შედევრებს ნამდვილად მივხვდებით რომ მარველი არარის ყოველთვის ისეთი კეთილი და საბავშვო როგორიც გვგონია და როდესაც ყველა ერთმანეთს თავპირს ამტვრევს და სასტიკად კლავს შენ გგონია რომ უყურებ რაიმე ბნელ ფილმს DC-გან მაგრამ ამ დროს გამოჩნდება სტენ ლი და გაგახსენებს რომ ეს ისევ ის კეთილი და მეგობრული მარველია როგორიც ადრე იყო. მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ ამ სათვალეებიანი მოხუცის გამოჩენა ფილმებში ნამდვილად საჭიროა და ამიტომ მან უკვე წინასწარ დაგეგმა Marvel-ის მომავალ ფილმებში გადაღება და ვინაიდან და რადგანაც FOX არის ის სტუდია რომელმაც ძალიან ბევრი ფილმი გადაიღო მარველის კომიქსების მიხედვით და ასევე ამ ფილმებში ხშირად გვხვდება სტენი, ადგნენ და გადაწყვიტეს გადაეღოთ ფილმი თავად Stan Lee-ზე.
არც ისე დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი რომ FOX-მა იყიდა უფლებები Stan Lee-ს ცხოვრებაზე ფილმის გადასაღებად და უახლოეს მომავალში აპირებენ კიდეც ფილმის გადაღებას რომელიც იქნება სტენის ცხოვრებაზე 70-იან წლებში. ტექსტი უფრო საინტერესო გახდება მაშინ როდესაც დავამატებ რომ Twilight-ის პროდიუსერი Marty Bowen და Power Rangers-ის პროდიუსერი Wyck Godfrey იყვნენ მოწვეულები რომ პროდიუსირება გაეწიათ ამ პროექტისთვის.
სტენს ასევე აქვს შესრულებული თავისივე მოგონილი პერსონაჟის როლები, მაგალითად 2005-წლის ფილმში Fantastic Four. ვინც არ უნდა უხელმძღვანელოს გადაღებებს დარწმუნებული ვარ რომ ფილმი ნამდვილად კარგი გამოვა რადგან თვითონ სტენის ისტორიაც ასევე საინტერესოა. მიკვირს რატომ აქამდე არ გადაიღეს ფილმი Stan Lee-ზე, მართალია მას არაფერი გამოუგონია როგორც Steve Jobs-ს მაგრამ ბევრისთვის არის იგი შთაგონება. იგი ერთი უბრალო ბავშვი იყო რომელსაც უყვარდა ფილმები და კომიქსები და ჰქონდა ოცნება რომ ამ სფეროში ემუშავა. მან დაიწყო მუშაობა ასისტენტად კომიქსების გამომცემლობაში და დრო და დრო იგონებდა პერსონაჟებს რომელთა კომიქსებზე, ფილმებზე თუ მულტფილმებზე გაიზარდა ბევრი ჩვენგანი.
ჯერ ჯერობით ბევრი არ არის ცნობილი ამ ფილმის შესახებ და ვეცადე გამევრცო და თქვენთვის მეთქვა ვინ არის სტენი და რამხელა დატვირთვა აქვს ამ მოხუც კაცს ჩვენს ცხოვრებაში. რამე სიახლის გაგების თანავე კიდევ დავწერ აუცილებლად.