Wednesday, September 14, 2016

ახალი კადრები Resident Evil 7-დან.



  კომპანია Capcom-მა TGS 2016-ზე წარმოადგინა რამოდენიმე ახალი კადრი Resident Evil 7-დან.
პირველ სქრინშოთზე როგორც ხედავთ სუფრის შუა ნაწილში წარმოდგენილია მოხუცი ჯეკი- რომელიც თამაშის დემო ვერსიაში Beginning Hour მოთამაშეს არ აძლევს სახლიდან გასვლის საშუალებას,მარჯვენა მხარეს ჯეკის ცოლი მარგარეტი ხოლო მარცხნივ მყოფი მშვენიერი ახალგაზრდა სავარაუდოდ მათი ვაჟი ლუკასია,ნამდვილად ულამაზესი და საოცნებო ოჯახია.


მეორე სქრინზე კი ნაჩვენებია აწ უკვე ცნობილი ოთახი რომელიც მდებარეობს სხვენზე და როგორც ამჩნევთ ერთ-ერთი კედელი დანგრეულია რომელიც დემო ვერსიაში არ იყო ასეთ მდგომარეობაში რაც იმას გვაფიქრებინებს რომ შესაძლებელია ვიხილოთ თამაშის დემოს Beginning Hour-ის განახლებული ვერსია.


თამაშის შემქმნელებმა აღნიშნეს რომ თამაში გამოვა განახლებულ PS4 Pro-ზე და იქნება 4K
და HDR-ში.სხვა ინფორმაცია დეველოპერები ამ კვირაში კიდევ გაგვაცნობენ.

თამაში გამოდის მომავალი წლის დასაწყისში 24 იანვარს PC, PS4 და Xbox One პლათფორმებზე.

რეკლამა