სტუდიამ Twitter-ის ფეიჯზე გამოაქვეყნა სპეციალური ტიზერი 17 იანვრისთვის (ქვემოთ). ეს, როგორც ჩანს, იქნება ახალი CGI ტრეილერი. Twitter-ზე დადებულ ვიდეოში ნაჩვენები ქალის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ყველაზე სავარაუდო კანდიდატი ლოის ლეინია.
— Injustice2 (@InjusticeGame) January 13, 2017
თუმცა არამარტო სტუდიის Twitter-დან გამოქვეყნდა ტიზერ-ვიდეო. PlayStation-ის Twitter გვერდზე გამოქვეყნდა მოკლე ვიდეო, სადაც ნაჩვენებია Supergirl, რომელიც ეწვევა დანგრეულ ქალაქს (მეტროპოლისს?) , და აღწერაში წერია "A new threat approaches..." . ეს შესაძლოა მიანიშნებდეს იმაზე, რომ Darkseid იქნება სიუჟეტში მთავარი ბოროტმოქმედი.
A new threat approaches... stay tuned to https://t.co/6rfZPfginF on January 17 for more Injustice 2. pic.twitter.com/1CcrY46Kpz— PlayStation (@PlayStation) January 13, 2017
17 იანვარს ყველაფერი გაირკვევა და დიდი ალბათობით სიუჟეტის ტრეილერს ვიხილავთ. Stay tuned!