ქსელში გავრცელდა Grand Theft Auto-ს კლონირებული თამაშის AQP City-ს სქრინები.თამაში წარმოდგენილია Unreal Engine 4-ის ძრავზე რომელიც დამერწმუნებით რომ ნამდვილად სასიამოვნოდ გამოიყურება.
AQP City არის დამოუკიდებელი პროექტი რომელიც ზუსტად იმეორებს Rockstar Games-ის ორი გიგანტი თამაშის Grand Theft Auto-სა და Red Dead Redemption-ის მექანიკასა და სტილისტიკას: ღია სამყაროთი ,უამრავი ავტომობილებით,გემებით და საფრენი ხომალდებით.
შემქმნელების თქმით თამაშში ასევე დაგეგმილია ველური ბუნების წარმომადგენლების სხვადასხვა ცხოველების დამატებაც.
თამაში უკვე 5 წელია მუშაობის პროცესშია თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ როდის იხილავს თამაში სინათლეს.