1. Steam-თან დაკავშირებული ინფორმაცია
- Flash სეილები მალე შეწყდება.
ციტატა:"ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ძალიან მოკლე ფასდაკლებები ხელს უშლიდა მომხმარებლებს მონაწილეობის მიღებაში. Flash სეილები მოშორების შედეგად, მომხმარებლებს შეუძლიათ იმედი ჰქონდეთ, რომ ისინი იხილავენ საუკეთესო ფასებს სეილის განმავლობაში იმისდა მიუხედავად, თუ რა კონკრეტულ დროს შემოვიდნენ."
- თამაშის კოდი Source 2-ში არსებული რევიზიების ნაწილს გამოიყენებს. ახლაც იყენებს.
- Community Manager-ების დანიშვნაზე ჯერჯერობით გეგმები არ არსებობს
- განახლებები ყოველ 1-2 კვირაში მოვა
- ამ წელს თამაშის UI უნდა შეცვალონ Panorama-თი
- Valve ცდილობს, თამაში გამოუშვას სხვა ქვეყნებში (ერთ-ერთია ჩინეთი)
- წელს დაგეგმილია ასევე anti-cheat-ის გაუმჯობესებას
- Valve მუდამ ცდილობს სერვერების რაოდენობის გაზრდას
- კითხვა : "რა არის თქვენი საყვარელი Valve-ს მიერ გამოშვებული თამაში/სერია ?"
ნიუელის პასუხი : "მე ვფიქრობ, რომ Portal 2 არის ჩვენი საუკეთესო singleplayer თამაში. ჩვენი multiplayer თამაშებიდან ყველაზე მეტად Dota 2-ით ვარ დაკავებული." - კითხვა: "არის შანსი, რომ ვიხილავთ ახალ IP-ს, რომელიც ადგილს იკავებს Half Life/Portal-ის სამყაროში?"
ნიუელის პასუხი: "Yep" . (მოკლე, მაგრამ იმედის მომცემი პასუხი!) - კითხვა: "რა ხდება Half Life 3 / Episode 3-თან დაკავშირებით? Valve ისევ მუშაობს single player თამაშებზე? ანონიმურმა წყარომ თქვა, რომ Half Life 3 გაუქმდა. შეიძლება ამ წყაროს ნდობა?"
პასუხი: "რიცხვი 3 არ უნდა წარმოითქვას. კი.[მაღალი ალბათობით მეორე კითხვას პასუხობს]
მე პირადად ვუჯერებ ინტერნეტის ყველა ანონიმურ წყაროს.[ალბათ ნიუელი თავისი სარკაზმით იმაზე მიანიშნებს, რომ Half Life 3-ზე მუშაობა მაინც მიმდინარეობს - და შესაძლოა, წყაროს თქმულისგან განსხვავებით, წარმოება მთლად ჩიხში შესული არც იყოს]" - კითხვა: "ჯ.ჯ. აბრამსი და Valve 1-2 ფილმზე[Portal & Half Life] არ მუშაობენ ?"
პასუხი: "კი, ფილმები იქნება."
- კითხვა: "რას გეგმავს Valve თავის ახალ Source 2 ძრავთან დაკავშირებით?"
პასუხი: "ჩვენი მიზანია, რომ სტუდიაში ყველამ ერთი და იგივე ძრავა გამოიყენოს. ის ჩვენთვის თამაშების შექმნის მთავარ გარემოს წარმოადგენს. Dota 2-ის ამ ძრავზე გადატანასთან ერთად, Source 2-ის გამოყენებით ჩვენ რამდენიმე ახალ, ჯერ არ დაანონსებულ პროექტზე ვმუშაობთ. ჩვენ ასევე გვინდა ის ხელმისაწვდომი გავხადოთ რაც შეიძლება მეტი დეველოპერისთვის. ის იქნება სრულიად უფასო." - კითხვა: "Valve-მ ,როგორც კომპანია, რა მიმართულება უნდა მიიღოს მომავალში?"
პასუხი: "ჩვენ ვცდილობთ არჩევნების გაფართოებას და ამის ერთ-ერთი გზა არის hardware-ზე მუშაობა[Steam Machines?HTC Vive?]. ჩვენ ვქმნით ახალ motion კონტროლერს და ასევე ვმუშაობთ VR თამაშებზე. ასევე,პარალელურად, ჩვენ ვფიქრობთ,თუ როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი. მარტივად რომ შევხედოთ, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი დასამუშავებელი ინფორმაცია (data) და შეიძლება მანქანურმა სწავლამ(machine learning) შედეგები მოიტანოს.
მე რაც შემეხება, პირადად კვლევას ვატარებ ნეიროკომპიუტერულ ინტერფეისებზე(brain-computer interface, BCI)"