Saturday, August 5, 2017

რატომ ზის Wolfenstein-ის მთავარი გმირი ბლესკოვიცი ინვალიდის ეტლში?


   მათ ვინც Wolfenstein 2: The New Colossus-ის თრეილერი იხილეთ რომელიც E3 2017-ზე გვაჩვენეს ალბათ გაგიჩნდათ კითხვა თუ რატომ გვევლინება თამაშის უძლეველი მთავარი გმირი ბლესკოვიცი საავადმყოფოს კედლებში და ინვალიდის ეტლში.ამასთან დაკავშირებით Bethesda-მ გამოაქვეყნა ახალი ვიდეო სადაც შემქმნელები MachineGames-იდან გაგვცემენ პასუხს ამ საინტერესო კითხვაზე.



თამაშის შემოქმედებითი დირექტორი Jens Mattis-ი განგვიმარტავს რომ,ბლესკოვიცი იდეალურ ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება რადგან თამაშის პირველი ნაწილის ფინალიდან მან სერიოზული ტრამვები მიიღო და სწორედ ამიტომ თამაშის დასაწყისში იგი გვევლინება ინვალიდის ეტლით. მაგრამ არ იღელვოთ მეგობრებო ეს სულაც არ შეუშლის ხელს მთავარ გმირს რათა გაუსწორდეს შეშლილი ნაცისტების არმიას და გამოავლინოს თავისი რეალური შესაძლებლობები. მოთამაშეები თავად შეიგრძნობენ თუ როგორ თავგანწირვით იბრძვის დასუსტებული და სიკვდილის ზღვარზე მყოფი ჯარისკაცი მტრის წინააღმდეგ.

Wolfenstein 2: The New Colossus გამოდის 27 ოქტომბერს PC,PS4 და Xbox One პლათფორმებზე.



რეკლამა