Saturday, July 22, 2017

Uncharted: The Lost Legacy ოქროზე გაუშვეს.


   სტუდია Naughty Dog-მა საკუთარი ტვიტერის გვერდიდან გვამცნო რომ Uncharted 4-ის დამატება The Lost legacy ოქროზე გაუშვეს, ანუ თამაშზე მუშაობა დამთავრდა და იგი მზადაა გაყიდვებისთვის.
როგორც იცით თამაშის მთავარი გმირი გახლავთ "Chloe Frazer-ი ნათან დრეიკის” მეგობარი რომელიც გვხვდება სერიის წინა ნაწილში.


Chloe Frazer-ი ცნობილი რელიქვიების მაძიებელი,ცდილობს გადაარჩინოს ინდური ლეგენდარული არტეფაქტი, დასახმარებლად კი მიმართავს ცნობილ დაქირავებულ მებრძოლს Nadine Ross-ს.
ქალბატონები მიემგზავრებიან ინდოეთის მთების სიღრმეში,რათა ამოხსნან არტეფაქტის საიდუმლო,გადაურჩნენ მტრებს და თავიდან აიცილონ მთელი რეგიონის განადგურება.სწორედ ამიტომ მათ მოუწევთ შეეჩვიონ ურთიერთ-შეთანხმებულ მუშაობას.

დამატება The Lost Legacy გამოვა 23 აგვისტოს როგორც ციფრული ასევე დისკის სახით,
გამოცალკევებით ორიგინალი თამაშისგან,რათქმაუნდა ექსკლუზიურად PS4-სა და PS4 Pro პლათფორმებზე.



რეკლამა