Friday, July 21, 2017

20th Century Fox იღებს ფილმს Doctor Doom-ზე

      ყველასათვის ცნობილია, რომ 20th Century Fox-მა დიდი მარცხი განიცადა უახლესი Fantastic Four-ის გამო. Reboot-მა მიიღო უაღრესად დაბალი კრიტიკული შეფასებები (9% Rotten Tomatoes-ზე და 27/100 Metascore) და სიქველის შანსი პრაქტიკულად მოისპო. მაგრამ Fox აშკარად არ ნებდება Fantastic Four-ის ლიცენზიასთან და ახლახანს გამოცხადდა Doctor Doom-ის ფილმიც.

Victor von Doom.

      ანონსი მოხდა San Diego Comic Con-ზე, Legion-ის პანელზე, რომელზეც ნოა ჰოულეიმ (Noah Hawley, მწერალი და პროდიუსერი Fargo-სა და Legion-სთვის) დაადასტურა, რომ ის Fox-თან ერთად ახალ პროექტზე მუშაობს. ამის თაობაზე მან განაცხადა :
მე მხოლოდ ორ სიტყვას მოგახსენებთ : Doctor და Doom.
      იმათთვის, ვინც არ იცის - Doctor Doom არის ფანტასტიკური ოთხეულის მთავარი ოპონენტი. მას აქვს გენიოსის დონის ინტელექტი და ის ფლობს როგორც მეცნიერებას, ასევე მაგიას. ის არის აგრეთვე ლატვერიის (გამოგონებული სახელმწიფო) დიქტატორი.
      ფილმი სავარაუდოდ უნდა მიჰყვეს ამ ბოროტმოქმედის origin ისტორიას, შესაძლოა გარკვეული ელემენტებიც აიღოს 2007 წელს დაწყებული Books of Doom კომიქს-სერიისგან. (რომელიც გირჩევთ წაიკითხოთ)

Books of Doom-ის ყდა.

      სხვა, ასევე საინტერესო შესაძლებლობებს რაც შეეხება - როგორც იცით, Fox -მა პრაქტიკულად წამოიწყო R რეიტინგიანი სუპერგმირული ფილმების აღორძინება, კონკრეტულად Deadpool-ითა და Logan-ით. ცნობილია, რომ ახალი New Mutants ასევე იქნება R-რეიტინგიანი, და ამავდროულად ჰორორის ჟანრის. რას მიგვანიშნებს ეს Doctor Doom-ის ფილმისთვის? მაღალი ალბათობით R-რეიტინგი და რაიმე არასტანდარტული ჟანრი.
      იქნება თუ არა ეს 2015 წლის Fantastic Four-თან დაკავშირებული? დიდი ალბათობით არა. საამისოდ გვაქვს რამდენიმე ძალიან კარგი მიზეზი : 1. ფილმის დაბალი შეფასებები 2. მისი Doom-ის ვერსია ფანებს საერთოდ არ მოეწონათ 3. მსგავს სიტუაციაში Fox ანალოგიურად მოიქცა (2016 წლის Deadpool თითქმის არავითარ კავშირში არ იყო იმ ვერსიასთან, რომელიც ვიხილეთ 2009 წლის X-Men Origins : Wolverine-ში)

Deadpool : "You're welcome".

      საინტერესოა , თუ რას მოიტანს ეს ახალი პროექტი - Doctor Doom როგორი ანტიგმირი გამოვა, ან დაუკავშირდება თუ არა ეს ფილმი X-Men-თა სამყაროს. თუ Fox-ის ეს მორიგი რისკიც წარმატებული აღმოჩნდება, მაშინ სუპერგმირული ფილმების ინდუსტრიაში უფრო მეტ საინტერესო ტრენდსაც კი ვიხილავთ. ვიმედოვნოთ საუკეთესოსთვის.

რეკლამა