Sunday, August 6, 2017

ცნობილი გახდა Titanfall-ის მობილური ვერსიის გამოსვლის თარიღი.


  Respawn-ის ხელმძღვანელმა ვინს ზამპელა-მ პოპულარული ფანტასტიკური შუთერის Titanfall-ის მობილური ვერსიის Titanfall: Assault-ის გამოსვლის თარიღი გამოაცხადა.თამაში გამოდის მომავალ კვირას კონკრეტულად კი 10 აგვისტოს App Store-სა და Google Play-ის ონლაინ მაღაზიებში.


თამაშის მობილური ვერსია გახლავთ სტრატეგიული ჟანრის.მოთამაშე მოირგებს გუნდის მეთაურის როლს და თქვენი დავალებაა დაიკაოთ მოწინააღმდეგის ტერიტორია და აიღოთ რესურსები.
თქვენ შეხვდებით Titanfall-ის ნაცნობ ადგილებს და ასევე ძველ ნაცნობებს.



თავდაპირველად Respawn-ს გეგმაში ჰქონდა ბანქოს ტიპის სტრატეგიული თამაში რეალურ დროში Titanfall: Frontline,თუმცა პროექტი შეჩერდა ბეტა ვერსიის გამოსვლამდე ხოლო მის სანაცვლოდ კი მივიღეთ სტრატეგია Titanfall: Assault-ი.

Android პლათფორმის მომხმარებლები Google Play-ზე რეგისტრაციისას მიიღებენ ექსკლუზიურ ტიტანს.



რეკლამა