Saturday, March 25, 2017

ჭორების თანახმად Destiny 2 სექტემბრის თვეში გამოვა.


  რამოდენიმე საათის წინ ფორუმზე NeoGAF ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა Destiny 2-ის პოსტერი.სავარაუდოდ ფოტო გადაღებულია ცნობილი მაღაზიის GameStop-ის იტალიურ ფილიალში.როგორც ხედავთ ფოტოს ქვემოთ აღნიშნულია ინფორმაცია თამაშის ბეტა ტესტირების შესახებ.
წყაროს თუ მივენდობით თამაშის ბეტა ტესტირება გაიმართება ივნისის თვეში, ხოლო თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 8 სექტემბრისთვის.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია რომ თამაშის მეორე ნაწილი გამოვა PC პლათფორმაზეც და იმუშავებს ახალ სათამაშო ძრავზე.

ინფორმაცია ასევე გამოაქვეყნა იტალიურმა პორტალმა League Network-მაც თუმცა ამდროისათვის ინფორმაცია უკვე წაშლილია.


ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით Activision-სა და Bungie-ს არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ,ასე რომ, არაა გამორიცხული რომ, ეს ყველაფერი 100%-ით ჭორი აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ რომ, Destiny გამოვიდა 2014 წლის 9 სექტემბერს,PlayStation 3, PlayStation 4, Xbox 360 და Xbox One პლათფორმებზე.

რეკლამა