Saturday, March 25, 2017

Call of Duty 2017 - შესაძლო WWII სეტინგი და გამოქვეყნებული არტი

      მოგესალმებით, გეიმერებო. როგორც ყველამ იცით, ახალი წელი ნიშნავს ახალ ნაწილს Call of Duty-ს სერიაში. ეს უკანასკნელი კი ბოლო დროს უკიდურესად ფუტურისტული სეტინგებით იყო დაკავებული , რაც ფანებს არ მოეწონათ და ამ ანტიპათიამ წინა წლის Infinite Warfare-თან პიკს მიაღწია.
      როგორც იცით, Call of Duty-ზე უკვე 3 შემქმნელი მუშაობს და თითოეულს 3 წელიწადი ექნება თამაშის შესაქმნელად. წელს კი კარგად მიღებული Advanced Warfare-ის შემქმნელის, Sledgehammer Games-ის ჯერი დადგა და შესაძლოა უკვე გვქონდეს თამაშის შესახებ პირველი სოლიდური დეტალები.


Battlefield 1-ის ნაბიჯებს გაჰყვება
ახალი Call of Duty ?

      როგორც იცით, Activision-მა ადრე დაგვიდასტურა, რომ წლევანდელი ნაწილი თავის ფესვებს დაუბრუნდება და უფრო ტრადიციულ საბრძოლო სისტემას ვიხილავთ. ახლახანს კი Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაჟონა სურათები, რომლებზეც გამოსახულია პოსტერები მომავალი თამაშისთვის (ამ მომხმარებლის თქმით) და  ნაჩვენებია მეორე მსოფლიო ომის სეტინგი.
      რათქმაუნდა, გირჩევთ ამას ოდნავ სკეპტიკურად შეხედოთ, რადგანაც ჩვენ ადრე ის ჭორიც გვსმენია, რომ წლევანდელი Call of Duty -ს სიუჟეტი ვიეტნამში განვითარდებოდა. თუმცა აგრეთვე არსებობს კარგი მიზეზები ამის დასაჯერებლად - ჯერესერთი, პოსტერები არ ტოვებენ ფეიკის შთაბეჭდილებას და მეორე, ამ მომხმარებლისგან ერთი წლის წინ Infinite Warfare-ზე სწორი ინფორმაცია მივიღეთ.

სურათზე გამოსახულია ცნობილი D-Day (ნორმანდიის სანაპიროზე შეტევა).
ნამდვილად Saving Private Ryan გაგახსენდებათ.

      ვიმედოვნოთ, რომ თუ ეს სიმართლეა და Call of Duty დროებით მაინც მოშორდება ფუტურისტულ თემატიკას, იქნებ ამ ჟანრში უფრო დიდ მრავალფეროვნებას ვიხილავთ. მე პირადად ძალიან მაინტერესებს, Sledgehammer Games რას მოიტანს და რანაირად გაგვაოცებს. დანარჩენი გამოქვეყნებული არტი შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ. Enjoy ;)





რეკლამა