Wednesday, May 4, 2016

Zootopia - განხილვა



 ამ სტატიაში განვიხილავთ Disney-ს კიდევ ერთ შესანიშნავ ანიმაციურ ფილმს, რომელიც სავსეა იუმორით და ფილმის ყურებისას ძალიანაც რომ გინდოდეთ ვერ მოიწყენთ.

 დავიწყოთ იმით თუ რა ხდება ფილმში და სანამ წაკითხვას გააგრძელებთ მინდა გაგაფრთხილოთ რომ ტექსტი სავსეა სპოილერებით ამიტომ გირჩევთ თუ Zootopia ჯერ ნანახი არ გაქვთ ნუ გაიფუჭებთ ყურების ხალისს.



 ფილმი იწყება სპეკტაკლით სადაც მონაწილეობას ღებულობს ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი - ჯუდი ჰოპსი (Judy Hopps). სპეკტაკლში ჯუდი იტყვის რომ მისი ოცნებაა გახდეს პოლიციელი. რა თქმა უნდა ყველა დასცინებს რადგან იგი კურდღელია და კურდღელი არასდროს ყოფილა პოლიციელი Zootopia-ში. გავიდა წლები და ჯუდი უკვე პოლიციის აკადემიაში აბარებს. იგი რეალობად აქცევს თავის ოცნებას და ხდება პირველი კურდღელი პოლიციელი მთელს Zootopia-ში. მას გააგზავნიან თავისი პატარა ფერმიდან ქალაქში სადაც ყველაფერი ისე არ მოხდება როგორც მას ჰგონია. პოლიციის უფროსი მას მისცემს დავალებას რომ პარკინგზე ჯარიმები დაწეროს. ჯუდის ეს სამუშაო არ მოსწონს რადგან მთელი ცხოვრება ემზადებოდა და ახლა ჯარიმებს წერს! ჯუდი ჯარიმების წერის დროს გაიცნობს მელა ნიკ ვაილდს (Nick Wilde), გაიცნობს არა - თაღლითობაზე გამოიჭერს მაგრამ მას არანაირი სამხილი არ აქვს რომ ნიკი ციხეში ჩასვას და როდესაც ცბიერი მელა დიდი ირონიით ეუბნება ჯუდის რომ იგი ციხეში ვერ მოხვდება ჯუდი მის ხმას ჩაიწერს და სამხილიც ჩნდება. ნიკი ცბიერი, მატყუარა მელაა და ჯუდის გამოადგება, თანაც იგი ქალაქში ბევრს იცნობს, მოკლედ როდესაც ჯუდის ქალაქის მერის მდივანი დაეხმარება და პოლიციის უფროსს დავალებას მიაცემინებს ჯუდისთვის იგი დააშანტაჟებს ნიკს და ეტყვის რომ დახმარების შემთხვევაში ჩაწერილ აღიარებას წაშლის. ახლა მელამ და კურდღელმა უნდა გამოიძიონ საქმე დაკარგულ ცხოველებზე. ერთად მუშაობისას ისინი აღმოაჩენენ რომ ის დაკარგული ცხოველები გაველურდნენ და ისე დაემთხვა რომ ყველა ეს ცხოველი მტაცებელია, ამიტომ ქალაქის მცხოვრები ცხოველები გადაწყვეტენ რომ მტაცებლები გაცოფდნენ. მტაცებელი ცხოველები ერთგვარი დისკრიმინაციის ქვეშ მოექცევიან. ჯუდი დაკარგავს თავის მეგობარ ნიკს და დაბრუნდება თავის ფერმაში მას შემდეგ რაც მიხვდება რომ სამყარო უკეთესი არ გახადა, არამედ პირიქით, მაგრამ ფერმაში მამამისი ეტყვის მას რომ ერთხელ ისიც გაცოფდა ერთი მცენარის გამო და ჯუდი მიხვდება რომ გაველურება თურმე არამხოლოდ მტაცებელ ცხოველებს შეუძლიათ და მიხვდება რომ ეს ყველაფერი ამ მცენარით გააკეთეს, იგი ნიკს დაუბრუნდება და ბოდიშს მოუხდის, ახლა მელიას და კურდღელს ისღა დარჩენიათ რომ ამ ყველაფერში დამნაშავე იპოვონ და ამასაც გააკეთებენ. აღმოჩნდა რომ მთავარი დამნაშავე ქალაქის მერის მდივანია, ის ბეკეკა რომელიც ყველაფერში მხარს უჭერდა ჯუდის. მან ეს ყველაფერი იმისთვის გააკეთა რომ მტაცებელი ცხოველები თავიდან მოეცილებინა რადგან თვითონ სუსტი იყო და მათგან საფრთხეს გრძნობდა. ჭირი იქა ლხინი აქა, რატომღაც შეიძლება ძალიან ბავშვური გეგონოთ ეს ანიმაცია მაგრამ ბევრი ისეთი მომენტი იყო რომელიც უფროსსაც ჩააფიქრებდა.




ფილმში იყო ძალიან ბევრი გზავნილი Disney-ს სხვა ანიმაციებთან, მაგალითად ერთ მომენტში როდესაც ერთ-ერთი დამნაშავის დაჭერა უნდათ ის ყიდის Disney-ს სხვა ანიმაციების DVD დისკებს. ამ ანიმაციებს შორის ვხედავთ ისეთ ცნობილ ანიმაციებს როგორიცაა Tangled, Wreck-It Ralph, Frozen და Big Hero 6. ასევე ამ ანიმაციებს შორის იყო ერთ-ერთი რომელიც ჯერ არც კი გამოსულა - Moana. მაგრამ თითოეულ ანიმაციას შეცვლილი აქვს სახელები ცხოველების შესაბამისად რაც პოსტერებზეა გამოსახული.




ასევე ანიმაციაში იყო გზავნილი ცნობილ სერიალთან Breaaking Bad და საერთოდ ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი რამ იყო ფილმში რასაც მხოლოდ დაკვირვებული თვალი თუ გამოარჩევდა.


ანიმაციას ახმოვანებდნენ:
Judy Hopps - Ginnifer Goodwin
Nick Wilde - Jason Bateman
და ასევე გახმოვანებაში მონაწილეობას ღებულობდა შაკირაც (Shakira) და იგი ახმოვანებდა ფაქტიურად თავის თავს ოღონდ სახელი აქვს სხვა - Gazelle.
რეჟისორები არიან Byron Howard და Rich Moore.

რეკლამა