Infinite Warfare - ის ტრეილერის გამოქვეყნების შემდეგ ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა დამატებითი ინფორმაცია თვით თამაშზე და Modern Warfare Remastered - ზეც.
Infinite Warfare მიზნად ისახავს უფრო მასშტაბურ და ღია გამოცდილებას - IW -მ დაადასტურა ,რომ მოთამაშეს შეეძლება თავისი გემის პერსონალიზაცია და side - mission - ების შესრულება. გვექნება ოპციონალური სიუჟეტური ელემენტები. ამ თაობის შესაბამისად, თამაშს არ ექნება loading screen - ები.
Modern Warfare Remastered - ს ქმნის არა მისი თავდაპირველი შემქმნელი , არამედ Raven Software . ახალი ვერსია შეიცავს სრულიად განახლებულ აუდიოვიზუალურ მხარეს, მთლიან კამპანიასა და 10 Multiplayer რუკას. ცალკეული გამოშვება არ ექნება.
Call of Duty : Infinite Warfare გამოდის 4 ნოემბერს PC - ზე და ამ თაობის კონსოლებზე.