Wednesday, February 1, 2017

Club Penguin იხურება


ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი MMO თამაში იხურება. დისნეიმ რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ პოპულარული საბავშვო MMO სტილის თამაში ამ წლის 29 მარტს გაითიშება. მიზეზი კი ის არის, რომ ისინი აპირებენ გამოუშვან ტელეფონის აპლიკაცია ამავე სახელის ქვეშ.

Club Penguin Island - იქნება სატელეფონო თამაში, რომელიც ჩაანაცვლებს 2005 წელს გამოსულ ორიგინალ Club Penguin-ს. "განსხვავებული Club Penguin-ის გამოცდილება" ასე უწოდეს დეველოპერებმა ამ აპლიკაციას, თუ როგორ განსხვავდება ზემოთხსენებული ორიგინალი თამაშისგან, ჩვენთვის სამწუხაროდ უცნობია.

პრემიუმ მოთამაშეებს შეეძლებათ 29 მარტამდე ისარგებლონ თამაშით - ნახსენებია საიტის გამორთვის შეტყობინებაში. პირველი თებერვლის შემდეგ ასევე აღარ იქნება შესაძლებელი წევრობის ბარათის ყიდვა.

პირველად Club Penguin გაეშვა 2005 წელს. ეს არის პინგვინების საზოგადოება, რომლებიც დადიან ანტარქტიკის სამყაროში. აქ შეგიძლია ააშენო სახლი, მოიწვიო მეგობრებო, მოაწყო წვეულებები, ისაუბრო და გაერთო უცხო ხალხთან ერთად და ა.შ. დეველოპერების თქმით, უკანასკნელი წვეულება გაიმართება პირველ თებერვალს.

მართალია Club Penguin არის საბავშვო თამაში, თუმცა აქ უამრავი არასაბავშვო რამ დაფიქსირებულა, მაგალითად ბოლოს, ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქცია.

უამრავ ბავშვს და არა მარტო ბავშვებს დაწყდათ გული ამ ფაქტზე. იხილეთ რამდენიმე ტვიტი.









მართალია უამრავი ადამიანი გააპროტესტებს ამ ფაქტს, თუმცა ეს ოდესღაც უნდა მომხდარიყო. თამაში კვდებოდა და დეველოპერებმა ალტერნატიული გზა შესთავაზეს მოთამაშეებს, რაშიც მათ ვერ დავადანაშაულებთ. ერთ დროს თამაშს ჰქონდა რეკორდი, 8.5 მილიონმა მოთამაშემ გაიარა ავტორიზაცია ერთდროულად, თუმცა ბოლოს მხოლოდ რამდენიმე ათასს ახერხებდა ხოლმე. 200 მილიონი რეგისტრირებული მოთამაშე, 8.5 მილიონი მოთამაშე ერთდროულად საიტზე, უამრავი გაცნობა, დროის გაყვანა, სიცილი და გართობა. ყველანი ვემშვიდობებით Club Penguin-ს...

რეკლამა