Thursday, February 2, 2017

"Marvel" არ ჩქარობს "Captain Marvel"-თან დაკავშირებით



    ყველაფერი კარგად არის, ჩვენს იმედებს ასე თუ ისე ამართლებენ, შემოჰყავთ ახალი პერსონაჟები და ა.შ. მაგრამ ფანები ფიქრობენ რომ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი და მნიშვნელოვნად თვლიან იმ ფაქტს რომ ფილმ Captain Marvel-ს ჯერ კიდევ არ ჰყავს რეჟისორი, მიუხედავად იმისა რომ ფილმი გამოდის 2019 წელს. ჯერ-ჯერობით ყველა წყნარადაა, გამოდის Guardians of the Galaxy vol. 2 და Marvel Studios-ის დანარჩენი პროექტები და ყველას გვიხარია.

    Marvel-ში ყველაფერი უფრო დაძაბულია ვიდრე ჩვენ გვგონია, რა თქმა უნდა დრო დიდია და არ ჩქარობენ, მაგრამ ამბობდნენ რომ Captain Marvel-ის ისტორია სრულიად უნდა გადაკეთდეს, რადგან ძალიან წააგავს Green Lantern-ის ორიჯინ ისტორიას, კიდევ დაწყნარებით ვაგრძელებთ ლოდინს და გამოდის Kevin Feige და იძახის რომ პერსონაჟის ძალების ფილმში ასახვა ძნელი იქნება და ასევე მისი ისტორიაც გარკვეული და კონკრეტული უნდა იყოს, ჰმ, აი აქედან უკვე დაიწყო ნერვიულობა, როგორ, Marvel-ს ყველაფერი კარგად არ აქვს?! სცენარი ფილმისთვის ჯერ არ დაუწერიათ?! აუცილებელია ფილმის რეჟისორი ქალი იყოს?! - თითქოს სხვა საქმე არ ჰქონდეთ, ისე ნერვიულობენ Marvel-ის მომავალ ფილმებზე როგორც საკუთარ შვილზე და სულ ტყუილადაც, ჯერ ისეთი ფილმები გამოდის რომლებიც ბევრი პერსონაჟის ცხოვრებაზე იმოქმედებს. როგორც თქვეს რეჟისორზე და გადაღებების სხვა წევრებზე მას შემდეგ იფიქრებენ რაც სასურველ სცენარს მიიღებენ, მაგრამ სცენარის დაწერა გაჭიანურდა და ხალხიც შეშფოთდა, ისე პრინციპში სანერვიულო არაფერია, მაგრამ გარკვეულ კითხვებს აჩენს. Brie Larson - კაპიტანი მარველის როლის შემსრულებელი უკვე ემზადება როლისთვის და შეისწავლის პერსონაჟს, მაგრამ ემზადება მხოლოდ ის და სხვა არავინ, რადგან არც იციან თუ ვინ იქნება ფილმში და ეს ძალიან ცუდია. მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც ვფიქრობ რომ ეს ინტერესი გამოწვეულია მას შემდეგ რაც რამოდენიმე სუპერგმირულ ფილმს გადაღებებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ.

    Marvel-ის პროექტები უახლოეს მომავალში: Guardians of the Galaxy vol. 2; Spider-Man: Homecoming; Thor: Ragnarok; შემდეგ Black Panther-ის პირველი სოლო ფილმი; Avengers: Infinity War; Ant-Man and the Wasp და 2019 წლის 8 მარტს შედგება ფილმ Captain Marvel-ის პრემიერა.



რეკლამა