Titanfall 2-ს , არც თუ ისე სასურველი გაყიდვების მიუხედავად, დეველოპერთა მხარდაჭერა არ აკლდება. Respawn Entertainment-მა ახლახანს გამოუშვა ტრეილერი ახალი, უფასო Update-სთვის, რომელშიც არაერთ საინტერესო სიახლეს ვიხილავთ.
მთავარი სიახლე აქ არის ახალი "Live Fire" ონლაინ რეჟიმი, რომელიც წარმოადგენს Capture the Flag-ის
სპინოფს. თითო გუნდში მაქს. 6 მოთამაშე, 60-წამიანი რაუნდები, არანაირი
respawn-ები. მოგებულია ის გუნდი, რომელიც მეორე გუნდს მოკლავს. თუ
შეტევის მხარეს ხართ, მაშინ დროშა უნდა მიიტანოთ ბაზაზე და ამ გზითაც მოიგებთ.
ახალი რეჟიმის სისწრაფე ნამდვილად საინტერესო მომენტებს ქმნის, ტრეილერს თუ მივენდობით
ახალი რეჟიმისთვის განკუთვნილია ასევე 2 ახალი რუკა, მისთვის ოპტიმიზირებული განლაგებით. ტრეილერი შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ :