Sunday, March 12, 2017

Gran Turismo Sport-ის ბეტა ტესტირება იწყება.


   კომპანია Sony-მ და იაპონურმა სტუდია Polyphony Digital-მა დაიწყო სარბოლო სიმულატორის, Gran Turismo Sport-ის დახურულ ბეტა ტესტირებაზე განაცხადების მიღება, რომელიც დაიწყება 17 მარტს, რათქმაუნდა ექსკლუზიურად PS4 პლათფორმაზე.

ტესტირების რეჟიმში, მოთამაშეებისათვის ხელმისაწვდომი იქნება რამოდენიმე ავტომობილი და სარბოლო ტრასა.ავტომობილები და ტრასები შეიცვლება ყოველდღიურად.ყოველი მოთამაშე მიიღებს პროფილს, სადაც ნაჩვენები იქნება მოთამაშის მიღწევები თამაშში.(მსგავსი სისტემა უკვე ცნობილია Gran Turismo 6-ის მოთამაშეებისთვის).შემქმნელები კი საუკეთესო სტატისტიკის მქონე მოთამაშეებს აარჩევენ, რომლებიც ერთად მიიღებენ ცალკე კონკურსში მონაწილეობას.



პირველ ეტაპზე ტესტირებაზე დაშვებას მიიღებენ ამერიკული რეგიონის მოთამაშეები, ხოლო რამოდენიმე ხნის შემდეგ ტესტირებაში ევროპული რეგიონიც ჩაერთვება.
შემქმნელების თქმით ისინი მომავალში ტესტირების მინიმუმ ორი ეტაპის ჩატარებას აპირებენ.

ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი შეგიძლიათ შეავსოთ შემდეგ ბმულზე.

    

რეკლამა