Thursday, February 2, 2017

Nioh - პირველი განხილვები დადებითია

     დეველოპერ Team Ninja-ს თავის Action-Adventure სერიის, Ninja Gaiden-ის ბოლო თამაშებთან არ ჰქონია განსაკუთრებული კრიტიკული წარმატება, თუმცა ეს ასე არაა მისი უახლესი თამაშის, PS4-ისთვის ექსკლუზიური Nioh -ს შემთხვევაში, რომელიც, სტუდიის წინა ნამუშევრისგან განსხვავებით, წარმოადგენს უფრო Dark Souls-ის მაგვარ Action-RPG-ს, იაპონური მითოლოგიით.
      #1 Nioh -ში თქვენ ებრძვით დემონებს ფეოდალურ იაპონიაში
      
      უპირველეს ყოვლისა, ასეთი ტიპის თამაშებში უმთავრესი ელემენტებია სირთულე და საბრძოლო სისტემა. Nioh -ს შემთხვევაში ორივე წარმატებულად იყო გათვლილი - კრიტიკოსებს მოსწონთ მისი ღმრა და ნიუანსებით სავსე საბრძოლო სისტემა (რომელიც ითვალისწინებს 3 სხვადასხვა ტიპის დგომას, იარაღებს, აბჯრებსა და სპეციალურ შესაძლებლობებს). არანაკლებ შთამბეჭდავი და საინტერესოა თვითონ მტრები და განსაკუთრებით ბოსები. არის აგრეთვე, RPG სხვანაირად ვერ დაერქმეოდა, საკმაოდ ღრმა პერსონალიზაცია.
       უნდა აღინიშნოს, რომ აქ იხილავთ ასევე კოოპერატიულ ელემენტს - შეგიძლიათ სხვა მოთამაშეების გამოძახება მისიების ერთად დასაძლევად. არის ასევე PS4 Pro მხარდაჭერა 4K გეიმინგისთვის და , რაც კონსოლის თამაშისთვის რეალურად უცნაურია, გრაფიკული ოპციები (720p60FPS ან 1080p30FPS).
        #2 Nioh-ში თქვენი ქმედებები უნდა გათვალოთ.

        თამაშში განმხილველები ძირითადად არ ხედავენ ერთ გამოკვეთილ, სერიოზულ ნაკლს, მაგრამ არის პატარა მინუსები - ის ფაქტი, რომ სიუჟეტი არ არის მაინცდამაინც ღრმა (მაგრამ ზოგჯერ კომიკურია), და არც თუ ისე შთამბეჭდავი გრაფიკა, თუმცა ეს გამოცდილებაზე შესამჩნევ კვალს არ ტოვებს.
       #3 Nioh-ში თქვენ წააწყდებით არაერთ უჩვეულო ბოსს, იაპონური ფოლკლორით შთაგონილი დიზაინით
      როგორც ჩანს, Nioh არის Sony-სთვის მორიგი წარმატებული ექსკლუზივი და თუ PS4-ის მფლობელი ხართ, ნამდვილად ღირს თვალი გადაავლოთ. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მისი გეიმპლეი  :
      



     

რეკლამა