Days of War არის Driven Art-ის მულტიფლეიერ თამაში მეორე მსოფლიო ომზე, რომელიც ცდილობს გააცოცხლოს, როგორც თამაში ირწმუნება, 2000-2010 წლების შუთერების ერა და ამის მიღწევას აპირებს Epic Games-ის Unreal Engine 4-ით.
თამაშს განსაკუთრებულს ხდის მისი მიზანი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში, ერთადერთი უპირატესობა რომელიც მოთამაშეს ექნება სხვა მოთამაშის მიმართ ეს არის მიზანში სროლის სიზუსტე ან უკეთესი სტრატეგიული პოზიცია. უნდა აღინიშნოს, რომ თამაში არ გავს COD World at war-ს , ეს უფრო Days of Defeat -ის განახლებული ვერსიაა. აქ არ არის სიცოცხლის რეგენერაცია და არ შეგიძლიათ დაღლის გარეშე 3 ჯერ შემოირბინოთ რუკა.
Days of War არის Class based შუთერი, თამაშში არის 6 კლასი : Rifleman, Assault, Support, Machine Gunner, Sniper და Rocket. ზოგიერთი მათგანი კი შეზღუდულია. მაგალითად გუნდში შეიძლება იყოს მხოლოდ 2 Sniper, 2 Machine Gunner და 1 Rocket თუმცა დანარჩენი 3 კლასით თამაში ყველას შეუძლია.
კიდევ ერთი რამე რასაც ხაზი მინდა გავუსვა ეს ისაა, რომ თამაში არის Early Access-ში და ნებისმიერს შეუძლია ყიდვა თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ Alpha ვერსიაა და წააწყდებით არაერთ ბაგებს, დიდი ალბათობით თამაში დიდ ცვლილებებს განიცდის მომავალში რადგან დეველოპერები აპირებენ 100 vs 100 ზე Game mode-ის დამატებას. არსებული რუკებით ეს შეუძლებელია, ასე რომ მომავალში ვიხილავთ ამ თამაშის რუკების გაფართოებას და რადგანაც რუკებზე ვსაუბრობთ ვთვლი რომ ეს არის ყველაზე დიდი მინუსი ამ თამაშის. თვითონ გარემო ძალიან ლამაზია თუმცა ცვლილება ნამდვილად არ აწყენს, თითქმის ყველა რუკაზე თქვენ ჩნდებით და ბრძოლა მიდის შუა ნაწილის კონტროლისთვის, ვინც მოიპოვებს კონტროლს ამ ტერიტორიაზე ის არის უპირატესობაში და მოწინააღმდეგე გუნდი იწყებს ბაზაში კემპერობას და ესე ხდება ყოველ თამაშში, ეს მოთამაშეების ბრალი არ არის ეს უფრო დეველოპერების ბრალია, რადგან რუკა არ გაძლევს უფლებას სხვანაირად ითამაშო, დაკარგე შუა ნაწილზე კონტროლი? ილოცე იმაზე რომ მოწინააღმდეგე გუნდი ბაზაში შემოგივარდეს, რომ ყველა ამოხოცო. კიდევ ერთი რუკა, რომელიც თითქოს რეალიზმს გადმოსცემს არის Omaha beach, სადაც ამერიკელები სანაპიროდან უტევენ გერმანელებს და გაშლილ სანაპიროზე მოთამაშეები მარტივი სამიზნეები არიან, რეალიზმი კარგია, მაგრამ თამაშს მსგავსი რამე არ სჭირდება, ეს ყველაფერი ბალანსს არღვევს.
მოდით ვისაუბროთ იარაღებზე და სროლის მექანიკაზე. დაივიწყეთ Call Of Duty, სადაც უბრალოდ დაუმიზნეთ და იარაღი თქვენს საქმეს აკეთებს, რადგან მას თითქმის არ გააჩნია Recoil -ის კონტროლი, ასეთ სიმარტივეს ამ თამაშში ვერ შეხვდებით.. ავტომატურ იარაღს Days of War - ში აქვს ძალიან დიდი რექოილი, ზედმეტად დიდი მეთქი არ ვიტყვი, მაგრამ ნადმვილად მისაჩვევია, თუმცა ვერ ვხვდები, რატომ გადაწყვიტეს დეველოპერებმა, რომ Rifleman-ს შეეძლოს მოკვლა 1 ტყვიაში. თითქმის იგივეა რაც სნაიპერი scope-ის გარეშე. ჩემი აზრით იარაღებს ცოტა ბალანსი ნადმვილად სჭირდებათ.
შეჯამებისთვის ვიტყვი, რომ Days of War არის ძალიან საინტერესო "პროექტი", რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. თამაში არ არის Noob Friendly და ამით ცდილობს ხაზი გაუსვას მის competitive მხარეს. არის ბევრი რამე რის დამატებასაც ვისურვებდი, ყველაზე მარტივიდან, რომ დავიწყოთ Borderless Window mode ზე არ ვიტყოდი უარს. ვნახოთ მომავალში რა დამემატება/შეიცვლება თამაშში, Driven Art-ს რომელიც ამ თამაშის დეველოპერი კომპანიაა, გააჩნია ადამიანური რესურსი, რომ ეს თამაში გახადოს ერთერთი საუკეთესო თავის ჟანრში, როგორც ცნობილია ჩემთვის კომპანიაში არიან ისეთი დეველოპერები, რომლებიც მუშაობდნენ Batman Arkham და Witcher-ზე.
თამაშის Early Access ვერსია 1.0.4.0 განიხილა ოთხოზორია სულხანიმ.
თამაში მოგვაწოდა Driven Art-მა.