Wednesday, February 1, 2017

დაანონსდა The Elder Scrolls Online: Morrowind

       Bethesda-მ ახლახანს დააანონსა TES Online-ის მორიგი გაფართოება - Morrowind. ეს სახელი სერიის ფანებისთვის ნაცნობია - ეს იყო მესამე თამაშის ქვესათაური და წელს იქნება მისი რელიზის მე-15 წლისთავი. ეს რათქმაუნდ ჩვეულებრივი დამთხვევა არაა - TES Online : Morrowind დააბრუნებს მოთამაშეებს Vvardenfell-ის კუნძულზე, რომელიც წარმოადგენდა მესამე თამაშის სეტინგს.

        #1 TES III : Morrowind-ის სკრინშოტი. ეს მექანიკური არსებები ტრეილერშიც გამოჩნდნენ.

      ამ ახალ გაფართოებაში გეიმერების მისია იქნება დახმარება გაუწიონ Vivec-ს, მეომარ-პოეტს და Vvardenfell-ის მცველს, მისი იდუმალებით აღსავსე დაავადების დაძლევაში და მსოფლიოს გადარჩენაში. ეს ახალი კუნძული იქნება მასშტაბით უდიდესი, რაც კი თამაშს ოდესმე დაუმატეს.
      აქ ასევე ვიხილავთ ახალ კლასსა და რეჟიმს. The Warden აკონტროლებს მიწასთან ასოცირებულ მაგიას და ჰყავს საომარი დათვი, როგორც დამხმარე. Battlegrounds კი ახალი 4v4v4 საბრძოლო რეჟიმია.
    
      #2 The Warden კლასი და მისი დამხმარე საომარი დათვი

      TES Online : Morrowind გამოვა 6 ივნისს. Tamriel Unlimited Edition-ის მფლობელებისთვის ეს ეღირება 40$, ხოლო ორივე ერთად - 60$. ანონსის ტრეილერი შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ.
 

რეკლამა